მთავარი » კომპანია

კომპანია

კლინიკა „მედი“ თბილისში 1998 წლიდან ფუნქციონირებს; იგი წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგსა და პრაღაში წარმატებული „მედი-ესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“ წევრს საქართველოში.

100 000 -მდე კმაყოფილი პაციენტი, 10 000 წარმატებული პლასტიკური ოპერაცია, 12 ევროპული სტანდარტების ფილიალი თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და რაც მთავარია, უკვე ათწლეულის განმავლობაში მტკიცედ დამკვიდრებული „საიმედო ბრენდი-კლინიკა მედი“ - ასეთია დღეს-დღეობით კლინიკა „ მედი“ მიერ სამართლიანად დაგროვებული აქტივები საქართველოში;

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია,პროქტოლოგია, სარეაბილიტაციო ცენტრი (სპა და ფიტნესი); აქვე ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა სახისა და სხეულის როგორც ქირურგიულ, ისე კოსმეტოლოგიურ გაახალგაზრდავებას, მოდელირებას, კორექციას;

კლინიკაში წარმატებით მუშაობენ ევროპის ქვეყნებში კვალიფიცირებული ქირურგები, ექიმი-დერამტოლოგები, ექიმი- კოსმეტოლოგები, სტომატოლოგები და ინსტრუქტორები. კლინიკა „მედის“ წარმატების გასაღებს წარმოადგენს : უახლესი უნიკალური ტექნოლოგიები, პაციენტზე ორიენტირებული გარემო, სამედიცინო პერსონალის უმაღლესი კვალიფიკაცია და მშვიდი, ელიტარული გარემო. კლინიკის სამედიცინო პერსონალიდან ბევრია პროფესორი, მედიცინის დოქტორი, საერთაშორისო აკადემიების საპატიო წევრები (როგორც პლასტიკურ ქირურგიაში, ისე გინეკოლოგიაში, სტომატოლოგიასა და დერმატოლოგიაში);

ესთეტიკური მედიცინის სფეროში ბევრი ინოვაციური მეთოდოლოგია და ტექნოლოგია პირდაპირ უკავშირდება „მედი-ესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“ დამფუძნებლების, ქალბატონი მარინა და ბატონი გიორგი მჭედლიძეების სახელს; უშუალოდ მათ მიერ ესთეტიკური მედიცინიაში დანერგილ სტანდარტებს საქართველოში ბევრი მიმდევარი ჰყავს. ფაქტიურად საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე დღეს მოთამაშე კლინიკებისა და ცენტრების 80% კლინიკა „მედის“ მიერ აღზრდილი კადრებით ფუნქციონირებს.