მთავარი » კომპანია » დამფუძნებლები

დამფუძნებლები

                                                               

 

 

მომსახურების მუდმივად მაღალი დონე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საკუთარი უნიკალური მეთოდიკების დანერგვა, მსოფლიო სიდიდის ექიმების მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ, ყოველი დეტალისთვის უდიდესი ყურადღების დათმობა... ასეთია თანამედროვე მედიცინის მოთხოვნები, ასეთივეა კლინიკა "მედის" ჯგუფის ფსიქოლოგია.

კლინიკა "მედის" ჯგუფი - ეს არის პლასტიკური ქირურგიის, ესთეტიკური კოსმეტოლოგიის, სტომატოლოგიის, გინეკოლოგიის და დღეისათვის ყველაზე პერსპექტიული სამედიცინო მომსახურების ანტიეიჯინგის მომსახურებათა ოპტიმალური სპექტრი.

"მედიესთეტიკის კლინიკათა ჯგუფი" - ეს არის ერთეულ კლინიკათაგანი ვისი სპეციალისტებიც ფეხდაფეხ მისდევენ ესთეტიკური მედიცინის სიახლეებს და პარალელურ რეჟიმში აქტიურად ნერგავენ ამ სფეროში ბოლოდროინდელ მიღწევებს  საკუთარ პრაქტიკაში.

დახვეწილი გამოყენების პაციენტებიც კი დარწმუნებული არიან, რომ ყველა მეტ-ნაკლებად ეფექტური მეთოდი, რომელიც საზღვარგარეთ პოპულარობით სარგებლობს, აუცილებლად დახვდებათ კლინიკაში. ამასთან ერთად კლინიკა არ ეთანხმება ისეთ ცნებას, როგორიცაა "მოდური პროცედურა", რადგანაც აქ მხოლოდ ყველაზე საიმედო, უსაფრთხო და უკვე აპრობირებულ მეთოდებს მიმართავენ.

კლინიკის მოსაცდელებში და მისაღებში ხშირად შეხვდებით მრავალ ცნობილ პოლიტიკოსს, მსახიობს თუ ბიზნესმენს, მაგრამ კლინიკა "მედი" თავისი ვარსკვლავი პაციენტების სახეებს "კოზირად" არასდროს იყენებს.

აქ კარგად იციან, რას ნიშნავს "საექიმო ეთიკა", პატივს სცემენ ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებას და აბსოლუტური კონფიდენციალობის დაცვაა გარანტირებული.

ჩვენი კლინიკის ექიმები თავისი საქმის ნამდვილი ვირტუოზები არიან. უმაღლესი პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება მათ აძლევს საშუალებას, უნიკალური ოპერაციები და პროცედურები იუველირული სიზუსტით ჩაატარონ. კომპლექსური ინდივიდუალური მიდგომა პაციენტებისადმი "მედიესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის" უცვლელი კრედოა.

სამედიცინო ასპექტით ეს გახლავთ სილამაზისა და ჯანმრთელობისადმი კომპლექსური მიდგომა, როცა ერთი პროცედურა ავსებს მეორეს და აძლიერებს მის მოქმედებას. რაც შეეხება პაციენტებთან პირად ურთიერთობას - ეს პროფესიონალის მზრუნველობაა თითოეული მათგანის ინდივიდუალური სურვილისადმი.

ჩვენ სიამოვნებით გთავაზობთ ჩვენი მომსახურების ყველაზე სრულ სპექტრს - ჩვენს ცოდნას, მიღწევებს, ყურადღებასა და მზრუნველობას.