ნანა ლომაია

клиника пластической хирургии и центр эстетической медицины

ექიმი სტომატოლოგი, ქირურგი,

იმპლანტოლოგი, პაროდონტოლოგი


კლინიკა მედის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი

ექიმი-სტომატოლოგი, ქირურგი,იმპლანტოლოგი,პაროდონტოლოგი

აქვს 20 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიაში (12 წელი სანქტ-პეტერბურგის წამყვან კლინიკაში, 8 წელი კლინიკა მედიში)

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის პავლოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გაიარა ორდინატურა ამავე უნივერსიტეტში პაროდონტოლოგიის ღრმა შესწავლით,ასევე კვალიფიკაცია აიმაღლა ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

მიენიჭა სახელმწიფო  სერთიფიკატები თერაპიულ და ქირურგიულ სტომატოლოგიაში.

სანქტ პეტერბურგში დაეუფლა უახლეს  ტექნოლოგიებს კბილის ქსოვილის ესთეტიკურ რესტავრაციაში და ენდოდონტიაში ( "Sybron Endo"კბილის არხის დამუშავება აპარატურული მეთოდით K3 და დაბჟენა ცხელი გუტაპეჩით) .

ფლობს პაროდონტოლოგიური მკურნალობის თერაპიულ და ქირურგიულ მეთოდებს: დახურული კიურეტაჟი, მუკოგინგივოპლასტიკა, ძვლისა და რბილი ქსოვილის პლასტიკა.

ასევე ფლობს სინუსლიფტინგის, იმპლანტაციის უახლეს მეთოდოლოგიას.

მუდმივად გადის მასტერკლასებს და ეცნობა უახლეს ტექნოლოგიებს სტომატოლოგიაში.

არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი