ნათია კეთილაძე

ექიმი - სტომატოლოგი, თერაპევტი, ორთოპედი
აქვს 14 წლიანი სამუშაო გამოცდილება სტომატოლოგიაში!
დაამთვრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. გაიარა რეზიდენტურა და მიენიჭა სახელმწიფო სერთიფიკატი თერაპიულ და ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.
სანკტ-პეტერბურგში დაეუფლა, ბავშვთა სტომატოლოგიის, ესთეტიკური რეკონსტრუქციების , ენდოდონტიის, პარადონტოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. სანკტ-პეტერბურგში ასევე დაეუფლა მიკროპროტეზირებისა, უმეტალო და მეტალოკერამიკის კონსტრუქციების დამზადების ტექნოლოგიებს. გერმანიაში გაიარა კურსი ციფრულ სტომატოლოგიაში გამოყენებული “VITA”-ს კერამიკული მასალების და მათი გამოყენების თავისებურებებზე.
არის ციფრული სტომატოლოგიის სპეციალისტი, მიენიჭა ,,Ivoclar Vivadent“-ის სერთიფიკატი ციფრულ სტომატოლოგიაში
არის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი.