მთავარი » სიახლეები » 2013 წლის ესთეტიკური მედიცინის „ტოპ ტრენდული ათეული“

2013 წლის ესთეტიკური მედიცინის „ტოპ ტრენდული ათეული“

18.12.2013

ახალი წელიც   მოგვდგომია  კარს .....სასიამოვნო განწყობათა მთელი კასკადი გველოდება წინ....ახალი იმედების, სურველების ასრულების დრო დგება.  ამ დროს ყოველთვის უკან იხედები და აჯამებ: რა გაგიკეთებია მთელი წლის განმავლობაში და რით იყო განსაკუთრებული მიმავალი წელი შენთვის, შენი ოჯახისათვის, შენი სამსახურისთვის, შენი კლინიკისათვის.... რით  გამოვირჩეოდით ჩვენ 2013  წლის განმავლობაში საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ბაზარზე   და  რით დავამახსოვრეთ თავი ჩვენს მომხმარებლებსა და ერთგულ პაციენტებს?  

ვიტყვი მხოლოდ ერთს: კლინიკა „მედი“, როგორც საქართველოში ესთეტიკური მედიცინის „ტრენდ-სეთერი“,  უპირობოდ აგრძელებს თავის მისიას და  კვლავაც ყველა ბრენდული პროცედურისა და გაახალგაზრდავების მსოფლიო მოძრაობის უპირველესი მიმდევარია.   ზემოთთქმული რომ არ ჩამეთვალოს ზღვარგადასულ ამბიციად თუ თავისქებად, მე მოვიყვან მსოფლიოში სახელგანთქმული ტრენდის  მიმომხილვევლის -ვენდი ლუისის მიერ დასახელებულ  2013 წლის მსოფლიოს  ესთეტიკური მედიცინის   „ თოპ   ტრენდულ  ათეულს „     ,   მოგიყვებით, თუ  როგორი თანმიმდევრობით ალაგებს ბატონი ვენდი მსოფლიო ესთეტიკური მედიცინის მიღწევებს, და    შესაბამისად  აგიხსნით ამ ბრენდული მიმართულებების  კლინიკა „ მედის“ ექიმ-კოსმეტოლოგებისა  და პლასტიკური ქირურგების მიერ ვირტუოზულ შესრულებებს , ხოლო   დასკვნების გაკეთება კი  თქვენთვის მომინდვია!!!!!  

მაშ დავიწყოთ:

ბრენდული პროცედურები

1.  PRP- პლაზმოთერაპიები

მსოფლიოში ძალზედ მოდურია ხანმოკლე, ნაკლებინვაზიური და დაუყოვნებლივი ეფექტის მქონე ბრენდული პროცედურები როგორიცაა  „ სწრაფი-ლიფტინგი“ ,  ანუ „ვამპირთა  ფეის-ლიფტი“ -   ჰოლივუდელი სელებრითების საყვარელი პროცედურა, რომლის შესახებ ბოლოდროინდელ ოსკარის დაჯილდოებებზეც არაერთხელ მოგვიკრავს ყური როგორც ამა თუ იმ ცნობილი მსახიობის განუყრელ პროცედურად;

ეს პროცედურა  წარმატებით სრულდება კლინიკაში და იგი წარმოადგენს ავტოგენის მიღების შედეგად, საკუთარი სისხლით ანუ თრომბოციდებით გამდიდრებული პლაზმით  სახის და დეკოლტეს ლიფტინგს  პლუს ამ ზონის გაახალგაზრდავებას; გაახალგაზრდავების ეს შვეიცარული კომპლექსი  REGENLAB  ნებისმიერი ქალისა თუ მამაკაცისათვის  გაახალგაზრდავების უებარი ელექსირია;

 

2. თერმაჟი 

რადიოსიხშირის ტალღები მოოქროვილი ინდივიდუალური ჩიპების მეშვეობით კოლაგენისა და ელასტინის გააქტიურებისა და ახალი უჯრედების წარმოშობის საუკეთესო საშუალებაა;  ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული ჰოლივუდელ ლამაზმანებს-გვენეტ პელტროუს, დემი მურსა და ჯორჯ კლუნს;

თერმჟის გემო კლინიკა მედის მეშვეობით ბევრმა თბილისელმა მანდილოსანმაც გაიგო და თავს უბედნიერეს ქალად თვლის...და არა მარტო ქალებმა...ქართველი მამაკაცები, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან არ აძლევენ თავს უფლებას გამოიყურებოდნენ მობერებულ და ენერგიაგამოცლილ ბერიკაცებად....

 

3.  ლაზერული პილინგები

წელს , 1-5 დეკემბერს ნიუ-იორკში, სასტუმრო „ვოლფორდ ასტორიაში“ პლასტიკურ ქირურგთა  ყოველწლიურ  პრესტიჟულ კონგრესზე   ცხარე  დებატები გაიმართა: სახის სრული რეგენერაციის რომელი მეთოდია უკეთესი :  ქიმიური თუ ლაზერული პილინგი?

თითოეულ მეთოდს თავისი უპირატესობა და ხიბლი აქვს და პაციენტებიც ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზოგს ქიმიური პილინგის ეფექტი მოსწონს, ზოგს კი ფრაქციული ლაზერების  პილინგები უფრო მოდურად ეჩვენება;  ქართველ ქალბატონებს და ახლა უკვე მამკაცებს „ფრაქსელის“ დაუყოვნებლივი ეფექტი მიაჩნია მოხერხებულად, ზოგს კი „დერმატო-ოპტიკური ლიფტინგის“ (DOT-lifting) საფუძვლიანი რეგენერაცია ურჩევნია;

 

4.    სისხლძარვთა სამკურნალო  ლაზერული ტექნოლოგიები

ერთ-ერთი საუკეთესო თერაპიული ლაზერული ტექნოლოგია, რომელსაც ანალოგი არა აქვს საქართველოში, და იგი მსოფლიოშიც აღიარებული პროცედურაა, რომელიც უნიკლურია კაპილარების, ჰემანგიომების, კუპეროზების, როზაციისა და მსგავსი ნოზოლოგიების სამკურნალოდ; საქართველოში მცხოვრებ კავკასიური სახის სტრუქტურისა და ცხოვრების წესის მქონე ქალბატონებსა და მამაკაცებს, უდიდეს დისკომფორტს უქმნიდა სახისა და კისრის სიწითლეები, რომელსაც ვერანაირი მაკიაჟი ვეღარ ფარავდა დღეს მათ გვერდით VBEAM-ია,  როემლიც მომენტალურად უხსნის მათ დისკომფორტს;

 

5.   სახის მოდელირება -კონტურული პლასტიკა

 ბოლოდროინდელ (5-8, დეკემბერი, 2013)   ნიუ-იორკულ ქირურგთა „რანდევუზე“ -  „მსოფლიო პლასტიკურ ქირურგთა სიმპოზიუმზე“  ერთ-ერთი წამყვანი თემა გახლდათ -ქირურგიული და კოსმეტოლოგიური პროცედურების ერთობლიობა , როგორც სახისა თუ სხეული მოდელირების ამოსავალი წერტილი;

კლინიკაში უკვე მრავალი წელია აღნიშნული მიდგომა წარმატებით ხორციელდება - ეს ტრენდი განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს ქალბატონი მარინა მჭედლიძის ხელწერაშიც, იგი ხომ   რუსეთის ,  ჩეხეთისა და საქართველოს ესთეტიკური მედიცინის კლინიკებში უამრავი წარმატებული  მეთოდოლოგიის შემქმნელია.   კონტურული პლასტიკა  ანუ სახის მოდელირება კომბინირებული მეთოდებით:შემავსებლებით, ბოტოქსით და  მეზოძაფებით , პლუს სხავდსხვა აპარატურული მეთოდები - აი ეს არის დღევანდელი თანამედროვე მიმართულება  - ეგრეთ წოდებული  „ბუნებრივი სახე“  -“Natural Face“.  წარმატებული  ესთეტიკური მედიცინის  ნაყოფი :  ჩატარდეს ისეთი გამაახალგაზრავებელი და მაკორექტირებელი პროცედურები, რომლის კვალი არ გამოჩნდეს პაციენტებზე და მათ შეუნარჩუნდეთ  ბუნებრივი სახეები, ბუნებრივი, მაგრამ ბედნიერი და თავდაჯერებული გამომეტყველება, რომელიც ამ პიროვნებათა წარმატების საწიდარი იქნება......

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ამაყად გევლოთ ლამაზებს და  ჯანმრთელებს !!!   ახალგაზრული შემართებებით აღვსილებს მიგეღწიოთ წარმატებებისათვის   პირად და საზოგადოებრივ ასპარეზზე!!!!!

ჩამონათვალთან დაბრუნება