მთავარი » სიახლეები » კლინიკა მედის რიგით მე-20 ფილიალი ზუგდიდში

კლინიკა მედის რიგით მე-20 ფილიალი ზუგდიდში

18.11.2017


17 ნოემბერს, „მედი-ესთეტიკის კლინიკათა ჯგუფის“  საქართველოში რიგით მე-20 ფილიალი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მიწვეულ სტუმრებს კლინიკის საქმიანობის და იმ სერვისების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.კლინიკა პოტენციურ მომხმარებელს, სამი სხვასხვა სპექტრის მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და ლაზერული ეპილაცია. 

ზუგდიდის „მედის“ ფილიალის პერსონალი მაღალკვალიფიციური კადრით დაკომპლექტდა, მათი უმეტესობა ადგილობრივია.„მედი“ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აპარატურით და ტექნიკით არის აღჭურვილი.

პრეზენტაციის დასასრულს, სტუმრებს ფურშეტი  და სპეციალურად მათთვის განკუთვნილი გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს, ექვსი იღბლიანი მონაწილე კი „მედის“ სასაჩუქრე ბარათების მფლობელი გახდა.

ფილიალის დამფუძნებლებმა, ქ-ნ მარინა და ბ-ნ გოგი მჭედლიძეებმა, კი ღონიძიების ბოლოს ლენტი საზეიმო ვითარებაში გაჭრეს.


ჩამონათვალთან დაბრუნება