მთავარი » სიახლეები

სიახლეები

• 29.09.2014
კლინიკა „მედი“ ბიობრიჯის სადამფუძნებლო VIII კონფერენციაზე.

22-23 სექტემბერს, იტალიაში  ვენეციაში ჩატარდა „ ბიობრიჯის სადამფუძნებლო VIII საერთაშორისო კონფერენცია“, სადაც  43 ქვეყნის ესთეტიკური მედიცინის სფეროს 500 მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

ბიობრიჯი (BIOBRIDGE FOUNDATION)-  წარმოადგენს შვეიცარიულ ფონდს, რომელიც შეისწავლის და ანვითარებს რეგენერაციულ მედიცინას, აქვე შედის ქართველი პაციენტებისათვის უკვე კარგად ცნობილი "რეჯენლაბი" და "რეჯენ მატრიქსი".

საქართველოდან კონფერენციას კლინიკა „მედი“-ს დამფუძნებელი და მედიესთეტიკის ჯგუფის მთავარი ექიმი ქ-ნი მარინა მჭედლიძე და კლინიკის გენ. დირექტორი ქ-ნი ლია სონიშვილი წარმოადგენდნენ.

სრულად ნახვა
• 29.09.2014
რისთვის იმყოფებოდა კლინიკა "მედი"ს დელეგაცია იტალიაში და რა ახალი მეთოდები ჩამოიტანეს საქართველოში.

17, 18 სექტემბერს, იტალიაში კასტელნოვოში, კომპანია “MANTIS  ITALIA” _ში, სპეციალურად კლინიკა მედის დელეგაციისათვის ჩატარდა ახალი აპარატის MR991-ს პრეზენტაცია და სწავლება. სწავლებას ესწრებოდნენ კლინიკა მედის დამფუძნებელი და მთავარი ექიმი, მარინა მჭედლიძე, გენ.დირექტორი ლია სონიშვილი და კლინიკის წამყვანი ექიმები,  ეკა წერეთელი და მაია მჟავანაძე. მათი მიზანი იყო ახალი ინოვაციური ტექნოლოგიის  შესწავლა და საქართველოში მისი დანერგვა.

*ფოტოზე: (მარცხნიდან) დერმატო-კოსმეტოლოგები: ეკატერინე  წერეთელი, მაია მჟავანაძე; მედიესთეტიკის ჯგუფის დამფუძვნებელი, მთავარი ექიმი- მარინა მჭედლიძე.

*ფოტოზე: დერმატო-კოსმეტოლოგები: მაია მჟავანაძე და ეკატერინე წერეთელი.

სრულად ნახვა
• 11.06.2014
ესთეტიკური მედიცინის II საერთაშორისო კონგრესი

28-29 მაისს, სასტუმრო რედისონში  ჩატარდა  ესთეტიკური მედიცინის მე-2  საერთაშორისო კონგრესი. კონგრესს ესწრებოდნენ იტალიიდან და ისრაელიდან მოწვეული სტუმრები.  იტალიიდან -  კომპანია “Mantis Italia”-ს პრეზიდენტი ივან რონკალდი, კოსმეტოლოგი  ვალენტინა რევერბერი . ისრაელიდან კი - კომპანია “Syneron Medical”-ის კლინიკური დირექტორი ტალ ნახლიევი.

სრულად ნახვა
• 24.12.2013
სამი ნაბიჯი ახალგაზრდობისკენ

სამი ნაბიჯი ახალგაზრდობისკენ

დღითიდღე უფრო ახალგაზრდა...

ბოლო დროს სილამაზის ინდუსტრიის სპეციალისტები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ არსებობს უნივერსალური სტანდარტები და შეთანხმდნენ სილამაზის ფორმულაზე. ამ თეორიამ გადატრიალება მოახდინა ესთეტიკურ მედიცინაში და კანის გასაახალგაზრდავებლად მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდი დანერგა.

ცნობილია, რომ ბიოლოგიური დაბერების დაახლოებით 27 წლიდან იწყება, კანი თანდათან კარგავს ელასტიკურობას, მასზე ჩნდება ნაოჭები. იცვლება ოვალის ფორმა, მიმდინარეობს სახის პროპორციების ცვლილებები, ხდება წარბების, ყვრიმლების, პირის კუთხის დაწევა. რა თქმა უნდა, არც ერთი ქალბატონისთვის არ არის სასიამოვნო, მშვიდად ადევნოს თვალი დაბერების პროცესს. სამწუხაროდ, ამ მოვლენების მთლიანად შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ ესთეტიკურ ინდუსტრიაში უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებელია დაბერების პროცესის გადავადება შორეულ მომავალში.

კლინიკა "მედი" ფეხდაფეხ მიჰყვება უახლეს ტენდენციებს მსოფლიო ესთეტიკურ მედიცინაში. თითოეული პაციენტისთვის იქმნება მკურნალობის ინდივიდუალური პროგრამა. ექიმი განსაზღვრავს, რა სჭირდება კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტს და ახდენს სახის კონტურების სწორ მოდელირებას.

ახალი ტექნოლოგიები, მეთოდები, პრეპარატები, მრავალწლიანი გამოცდილება - ყველაფერი ეს ჩვენს პაციენტებს თითქმის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს აძლევს, მიაღწიონ სასურველ შედეგს. სახის 3D მოდელირების მეშვეობით, შესაძლებლობა გვეძლევა კანს სტრუქტურულად დავუბრუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც მას წლების წინ ჰქონდა.

თერმაჟი

თერმაჟი არის კანის გაახალგაზრდავების პროცედურა, რომელიც ლიფტინგ მრთოდებს შორის ყველაზე ძლიერი თერაპიული მეთოდია. ამ უნიკალური პროცედურის მხოლოდ ერთი სეანსია საჭირო, რომ 10 წლით გაახალგაზრდავდეთ. თერმაჟი არა მხოლოდ ლიფტინგის ეფექტს მიღწევაში გვეხმარება, არამედ იმაშიც რომ მიღწეული შედეგები შევინარჩუნოთ.

ეს პროცედურა არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს.  პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება. ლიფტინგის ნიშნები აშკარად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ყვრიმალებზე, ყელსა და დეკოლტის არეში.

თერმაჟის უნიკალურობა ისიცაა, რომ ამ პროცედურის შემდეგ გაახალგაზრდავების ეფექტი ყოველთვიურად მატულობს.

სახის მოდელირება მეზოძაფებით

მეზოძაფების საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა, სახისა და სხეულის ნებისმიერ მონაკვეთზე მოვახდინოთ კანის აჭიმვა და გარკვეულ დონეზე ფიქსაცია. ეს პროცედურა პლასტიკური ქირურგიის ალტერნატიულ მეთოდადაც შეიძლება განვიხილოთ. მეთოდი იაპონიაში დაინერგა, ახლა კი წარმატებით გამოიყენება მთელ ევროპაში. ეს პროცედურა ტარდება არაქირურგიული მეთოდით.

ამ პროცედურის საშუალებით:

მოიცილებთ მიმიკურ და არამიმიკურ ნაოჭებს, მოიმატებს კანის ელასტიკურობა. ქირურგიული ჩარევის გარეშე ძალიან მოკლე დროში, შესაძლებელია მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ ეფექტს, რომელიც ყოველდღიურად უმჯობესდება და არანაირ სარეაბილიტაციო ვადას არ ითხოვს.

პლაზმოთერაპია PRP სილამაზის უჯრედული ლაბორატორია

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცედურა არის სამედიცინო მიღწევა, ვინაიდან თვითონ პაციენტი გამოდოს დონორიც და რეციპიენტიც.

ეს მეთოდი, ითვალისწინებს კანში ბუნებრივად მიმდინარე პროცესების გააქტიურებას, რაც დაფუძნებულია თრომბოციტების უნიკალურ თვისებაზე, რომლითაც გაჯერებულია საინექციო პლაზმა. ვინაიდან პაციენტი იყენებს საკუთარ რესურსს, გამორიცხულია გართულებები.

ამ პროცედურის შედეგად კანი ახალგაზრდულად არა მარტო გამოიყურება არამედ ფუნქციონირებს კიდეც.

თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლემის გადაჭრა, რადგან ეს პროცედურა პრაქტიკულად სხეულის ყველა ზონაზე ეფექტურია.

პროცედურის შედეგად, ინტენსიურად გამომუშავდება ის ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობს ანტიდაბერების მექანიზმებს. ამ პროცედურას ანალოგი არ აქვს თმის ცვენის მკურნალობაშიც.

პლაზმის ინექცია მისაღები და ეფექტურია ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცისთვის.

სრულად ნახვა
• 18.12.2013
Вы смотрите:  12345
Вы смотрите:  12345