მთავარი » სიახლეები

სიახლეები

• 16.12.2013
„Allergan” - ესთეტიკური მედიცინის პრეპარატების წარმოების მსოფლიო ლიდერი

"ალერგანი" ესთეტიკური მედიცინის პრეპარატთა მსოფლიოს №1 მწარმოებელია, ბ-ნი ტურკევიჩი კი ამ კომპანიის ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული ტრენერია.

14 დეკემბერს "ალერგანის" რჩეული კლინიკა საქართველოში - კლინიკა "მედი" - მასპინძლობდა "ალერგანს" და მის წარმომადგენლებს. სპეციალურად მხოლოდ "მედი-ს" თანამშრომლებისთვის ჩატარდა სემინარი და მასტერ-კლასები "ალერგანის" ახალ პროდუქტებზე "ვოლბელა" და ა.შ.

კლინიკა "მედი" წლებია მსოფლიოს ცნობილი მწარმოებლების თუ ექსპერტების შეხვედრის ადგილია.

სრულად ნახვა
• 16.12.2013
პლასტიკურ ქირურგთა ყოველწლიური ნიუ-იორკული "რანდევუები" "ვოლდორფ ასტორიაში"

ესთეტიკური ქირურგიის სიმპოზიუმი 2013 წელს ნიუ-იორკში 5,6 და 7 დეკემბერს გაიმართა.

პლასტიკური ქირურგიის უახლესი მეთოდების და ტენდენციების სიმპოზიუმი („THE CUTTING ADGE 2013”) ტრადიციულად ტარდება 120-წლიანი ისტორიის მქონე, პირველი ხარისხის ფეშენებლურ სასტუმროში “ WALDORF ASTORIA“, სადაც ქირურგთა მსოფლიო კლასის ვარსკვლავები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან ბატონები ასტონი და ბეკერი-ამერიკიდან, ბატონი ფოგლი-იტალიიდან, ბატონი ვახტანგ პეტრიაშვილი-საქართველოდან.

გასული წლის მსგავსად კლინიკა „მედი-ს“ მთავარი პლასტიკური ქირურგი ბ-ნი ვახტანგ პეტრიაშვილი ერთად-ერთი ქართველი მომხსენებლი გახლდათ. მისმა მოხსენებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

2013 წლის სიმპოზიუმის მთავარი თემა იყო სახის გაახალგაზრდავება. წელსაც, როგორც წინა წლებში პლასტიკური ქირურგია „ბუნებრივი სახის“ - ანუ “Natural Face”-ის ხაზს ატარებს:

• პრობლემის იდენტიფიცირებას ენიჭება უპირველესი ყურადღება;
• პაციენტი უნდა გამოიყურებოდეს ბუნებრივად და არ უნდა ეტყობოდეს ოპერაციის კვალი;
• ოპერაციის პარალელურად აუცილებლად უნდა ჩატარდეს სახის მოცულობის შემავსები პროცედურებიც, რადგანაც ასაკის მატებასთან ერთად ხდება სახის კანქვეშა ცხიმის განლევა, რისი შევსებაც აუცილებელია. ეს კი ხდება ჰიალურონის მჟავის შემცველი პრეპარატებით ან საკუთარი ცხიმის გადანერგვით.

„ზოგადად ეს კომპლექსური მიდგომა პაციენტებისადმი, სადაც ქირურგიული და კოსმეტოლოგიური პროცედურები აბსოლუტურ უნისონშია მოყვანილი კლინიკა „მედი-ს“ ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. სწორედ აღნიშნულ მიდგომათა სისწორე დაადასტურა წლევანდელმა მსოფლიო კონგრესმაც და მე ამით ძალზე ამაყი ვარ“ - ამბობს ბ-ნი ვახტანგი.

სრულად ნახვა
• клиника пластической хирургии и центр эстетической медицины10.03.2013
• клиника пластической хирургии и центр эстетической медицины05.03.2013
კლინიკა "მედი" გთავაზობთ!

0 % - იანი მომენტალური განვადება განვადების ხანგრძლივობა 2 წლამდე განვადების თანხა 200 დან – 5000 ლარამდე

სრულად ნახვა
• клиника пластической хирургии и центр эстетической медицины03.03.2013
სიახლე სტომატოლოგიაში!

ORTHOPHOS XG 3D სამგანზომილებიანი დენტალური ტომოგრამა უახლესი სიტყვა! სტომატოლოგიაში! მსოფლიო სტომატოლოგიაში ახალი ერა დადგა!

სრულად ნახვა
Вы смотрите:  12345
Вы смотрите:  12345