მთავარი » სიახლეები » დაჯილდოება-წლის ლიდერი კომპანია

დაჯილდოება-წლის ლიდერი კომპანია

26.03.2018

კლინიკა  „მედი“  - ესთეტიკური მედიცინის ლიდერია  საქართველოში!კლინიკა წარმოადგენს საერთაშორისო ესთეტიკური კლინიკების ქსელის - „მედიესთეტიკის“ საქართველოს მიმართულებას. იგი მოიცავს სათაო კლინიკას თბილისში, კოსტავას 52 და სხვა 22 ფილიალს თბილისსა და რეგიონებში; „ მედი“-ში ოპერირებს პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია და რეაბილიტაციის ცენტრი;

კლინიკა წელს იუბილარია, მას 20 წელი უსრულდება! ამ საიუბილეო წელს იგი მემილიონე პაციენტით ხვდება! კლინიკამ დიდი ხანია  მოიპოვა საიმედო   კლინიკის იმიჯი: „მედის“ პაციენტებმა იციან,  რომ აქ  მათ  ყოველთვის დახვდებათ  უმაღლესი კატეგორიის ექიმები, ნანო ტექნოლოგიები, მსოფლიოში აღიარებული და პოპულარული პროცედურები და მეთოდოლოგიები და რაც მთავარია,  პაციენტზე ორიენტირებული მყუდრო და უსაფრთხო გარემო!!!



კლინიკა „მედის“ მიღწევები   ბევრჯერ  არის აღიარებული საქართველოში არსებული სახელმწიფო თუ სხვადასხვა ბიზნეს-სარეიტინგო ასოციაციებისა და ორგანიზაციების მიერ და შესაბამისად  მრავალი ჯილდოც  აქვს დამსახურებული , მათ შორისაა   „გოლდენ ბრენდი“,  „მერკური“, და ა.შ.

2018 წელს, 24 მარტს მორიგი დაჯილდოება გაიმართა შვეიცარულ-ქართული ბიზნესს ასოციაციის მიერ,  სადაც კლინიკა „მედი“-მ მორიგი ჯილდო დაიმსახურა, როგორც ქვეყნის ლიდერმა კომპანიამ.  აღნიშნული ჯილდო ამჯერად კლინიკას ერგო, როგორც ესთეტიკური ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო სპექტრისა   და მსოფლიოს ტოპ-ათეულში შესული ტექნოლოგიური  პროცედურების საქართველოში დანერგვისა და პოპულარიზაციისათვის;

 


ჩამონათვალთან დაბრუნება