მთავარი » სტატიები » ცხვირტუჩის ნაოჭის შევსება ბუნებრივი შემავსებლით

ცხვირტუჩის ნაოჭის შევსება ბუნებრივი შემავსებლით

01.02.2018

შემავსებელი შეიცავს ჰიალურონის მჟავას, რომელიც აბსოლუტურად თავსებადია ადამიანის ორგანიზმთან. შემავსებლის ფუნქციის გარდა, ახდენს კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, დროთა განმავლობაში კანი ხდება ტენიანი და ელასტიური. 


1.5-2 წლის შემდეგ ხდება პრეპარატის გაწოვა, თუმცა რჩება ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი, რადგან ხელი ეშლება ნაოჭის კიდევ უფრო გაღრმავებას.

ჰიალურონის მჟავა კანის ბუნებრივი კომპონენტია და განაპირობებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ელასტიურობას. ასაკის მატებასთან ერთად ჰიალურონის მჟავას გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით თავს იჩენს : კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიკურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი და სახის მოცულობა მცირდება. სწორედ ამ ცვლილებების კორექციისთვის გამოიყენება ჰიალურონის მჟავას ბიოთავსებადი პრეპარატი.


ინექცია არ იწვევს ალერგიას

ჩამონათვალთან დაბრუნება