მთავარი » სტატიები » ქალი ყოველდღე უნდა გრძნობდეს, რომ ,,ცხოვრება მშვენიერია!“

ქალი ყოველდღე უნდა გრძნობდეს, რომ ,,ცხოვრება მშვენიერია!“

10.01.2017

     

კლინიკა  მედი - ტაბუდადებული თემები არ არსებობს

გაქვთ გრძნობა სქესობრივი ცხოვრების დროს, რომ  „ვერ გრძნობთ პარტნიორს“ ?
გრძნობთ, რომ თითქმის „კარგავთ“  მას?გრძნობთ რომ ბავშვის  გაჩენის შემდეგ  რაღაც ისე ვეღარ არის, როგორც ეს თავიდან იყო?
გაწუხებთ ტკივილი სირბილის, ვარჯიშის დროს ან/და თუნდაც ჯინსებში როცა ხართ, ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ „გაგეხეხათ“ ვაგინალური ზონა?გაწუხებთ ტკივილი სექსუალური აქტის დროს?
მიგაჩნიათ რომ უკვე „ფარებჩამქრალი ქალი“ ხართ, რადგან თქვენვე არ გსიამოვნებთ ულამაზო ზონის შეხედვა?
გაქვთ პრობლემა ორგაზმის მიღწევაში სქესობრივი ცხოვრების დროს?გაქვთ  კომპლექსი მეგობრებთან ან  წვეულებაზე ხშირად სიარულის, რადგან  ვეღარ აკონტროლებთ შარდის შეკავებას, გეშინიათ დაცემინების, სიცილისაც კი ... რადგან ამ დროსაც კი ვერ შეძლებთ შეკავებას და „შერცხვებით“....

დამეთანხმებით, რომ მათი უმრავლესობა თითქმის ყველა ქალბატონს გარკვეულ ასაკში და გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად აწუხებს, აწუხებს ისე რომ ვერც კი ბედავს ამაზე საუბარს. იმიტომ რომ ეს „ტაბუდადებული“ თემებია; ჩვენს ქვეყანაში ხომ სირცხვილია პრობლემებზე საუბარი, ამას სჯობს ადამიანი ჩაიკეტოს, დაინგრეს ოჯახები, ქალები დაკომპლექსდნენ იმით რომ ისინი არასრულყოფილი პარტნიორები არიან და მათ მეორე ნახევრებს ურჩევნიათ სრულყოფილება სხვებთან ეძებონ....

არადა  დღეს ხომ 21-ე საუკუნეა,  უმაღლესი ტექნოლოგიების და წარმოუდგენელი საშუალებების საუკუნე.... არაფერი არ არის მიუღწვადი.... სიბერემაც გადაიწია   ამ ჩვენს  „ანტი-ეიჯინგ“  ეპოქაში და გვეძლევა საშუალება უფრო დიდხანს დავტკბეთ ახალგაზრდობით, ახალგაზრული გარეგნობით, სხეულით, ორგანიზმით, ახალგაზრდული შეგრძნებებით , ტემპერამენტით.....

აი ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობთ კლინიკა „მედი“-ში, რომელიც რეგიონში წარმოდგენილია როგორც  ე. წ.  „One Stop women Healthcare  Center”  ( ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე ქალთა ჯანმრთელობისა და  სილამაზის  ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა). 

 

 

 

 

თემებზე ისაუბრებენ კლინიკა მედის დერმატო-კოსმეტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, ქალბატონი თინათინ გოგოლაშვილი და ესთეტიკურ გინეკოლოგი, ქალბატონი სვეტა აბრამიშვილი.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, სულ ახლახანს თქვენ კლინიკაში ტრენინგი ჩატარდა უროგინეკოლოგიაში, რომელიც ცნობილმა რუსმა უროგინეკოლოგმა, ბატონმა პერმიაკოვმა ჩაატარა, ამის შესახებ მასმედიიდან გახდა ცნობილი და ისედაც, მისი პროფესიონალიზმი მთელს მსოფლიოში არის ცნობილი;  უფრო დეტალურად ხომ ვერ მოგვიყვებით  რა სახის ტრენინგი ჩატარდა და რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას იმ აქტუალურ კითხვებთან რომელიც ჩვენს ქალბატონთა 80 პროცენტს აწუხებს და უფრო მეტიც, დილემად აქვთ ქცეული?

როგორც  ამერიკის    მინესოტას ესთეტიკური  გინეკოლოგიის პროფესორი, ქ-ნი ლიზა ერჰარდი ამბობს: „ჯანმრთელობა, სილამაზე და ინტიმურობა  - ყველაზე ძლიერი ურთიერთკავშირია ადამიანთა ცხოვრებაში“ .  პარტნიორთა  სრულყოფილი  სექსუალური  ცხოვრება დიდწილად განსაზღვავს მათ  ჯანსაღ ფსიქოლოგიურ  და ფიზიკურ მდგომარეობას.  

ქალის სურვილი,  რომ მას ნებისმიერ ასაკში ჰქონდეს სრულფასოვანი ინტიმური ცხოვრება,  ბუნებრივია  და გასაგებიც!  მაგრამ , სამწუხაროდ,  სრულყოფილ სექსუალურობაზე  უარყოფითად მოქმედებს,  როგორც მემკვიდრეობითი , ასევე  სხვა მრავალი  შეძენილი ფაქტორები:  სასქესო ორგანოების დეფორმაცია, ფუნქციური გადახრები, ჰორმონალური ცვლილებები, მშობიარობის შემდგომი ტრავმები!  სამწუხაროდ,  როგორც სპეციალისტებმა,  ისე პაციენტებმა,  ინფორმაციის უქონლობის გამო არ იციან,  რომ  თანამედროვე მედიცინაში არსებობს  მცირე ინვაზიური მეთოდები, ახალი ტექნოლოგიები,  რომლის  დახმარებით შესაძლებელია  ქალის ორგანიზმის ინტიმური ზონის კორექცია! ეს ქალს აძლევს საშუალებას,  მიიღოს  სრულყოფილი  სექსუალური სიამოვნება, რაც საბოოლო ჯამში ამაღლებს  ზოგადად  მისი  ცხოვრების ხარისხს!

ბოლო წლებში  თვალშისაცემი გახდა,   რომ  გაიზარდა ქალების სურვილი  ინტიმური ზონის გარეგანი თუ შინაგანი  ვიზუალურობისა და  მგრძნობელობის გაუმჯობესებისადმი. უფრო მეტიც,  ეს პროცესი  ბევრი მათგანისთვის სახის, თმის, ტანის სილამაზის ტოლფასიც გახდა, რაც სრულიად ბუნებრივია!

 

როგორი სურათია სტატისტიკურად, ხშირია თუ არა პაციენტთა მომართვიანობა?

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 2005-2015 წლებში ყველაზე ხშირი მომართვიანობის მიზეზთა შორის  წარმოდგენილია შემდეგი: კლიტორის დისტროფია-29%; საშოს კუნთების უკმარისობა, სიმშრალე -17%; კლიტორის მანტიის გათხელება-15%; G-ზონის მგრძნობელობის დაქვეითება- 13%. ყველა ეს ცვლილება უკავშირდება ქალის გარე და შიგა  სასქესო ორგანოებში მიმდინარე ცვლილებებს!


დროთა განმავლობაში ქალის სასქესო ორგანოებში, ისევე როგორც მთელ ორგანიზმში, ვითარდება ინვოლუციური ცვლილებები.  ეს ცვლილებები ვითარდება თანდათანობით და დამოკიდებულია ესტროგენების დეფიციტთან მენოპაუზის პერიოდში. ცვლილებებს განიცდის მთელი რეპროდუქციული სისტემაც, მათ შორის გარეგნულადაც იცვლება  გარეთა სასქესო ორგანოების ზომა, ფორმა,სტრუქტურა და მგრძნობელობა!

ახალგაზრდა ასაკში მჭიდროდ დაკავშირებულ  პერიოსტთან კლიტორს აქვს მცირე ზომები.  დიდი სასირცხო ბაგეები ფარავს მცირე სასირცხო ბაგეებს, იგი ვარდისფერია, ერთის მხრივ ეს იცავს ინფექციისგან  საშოს,   ხოლო მეორეს მხრივ საშოში ნარჩუნდება სათანადო ტემპერატურული რეჟიმი! 

ზრდასრულ  ასაკში მცირე სასირცხო ბაგეები გარკვეულად გამოდიან დიდი სასირცხო ბაგეების კონტურიდან. პრეპუციალური კანი მთლიანად ფარავს კლიტორს. ორსულობა და წონაში მატება კი  ხელს უწყობს ცხიმის დაგროვებას და იწვევს გარეგანი ფასციალური სისტემის სისუსტეს!  რაც თავის მხრივ იწვევს პერიანალურ პტოზს  (მენჯის ფსკერის კუნთების დაწევას)!

 

არსებობს  ისეთი პროცესები რომლებიც გარდაუვალია ასაკის მატებასთან ერთად?

ასაკის მატებასთან ერთად პერიანალური ფტოზი  პროგრესირებს. ამავდროულად ვითარდება კანქვეშა ცხიმის კარგვა. დიდი სასირცხო ბაგეები თხელდებიან, განიცდიან ატროფიას.

მცირე სასირცხო ბაგეები რომლების სიგრძეც რეპროდოქციული ასაკის ქალებში  ჩვეულებრივ არის 4-5სმ, მცირდება და ზოგჯერ მთლიანად ქრება. მცირდება კლიტორის ზომები და მგრძნობელობა, მცირდება კლიტორის დორსალური არტერიის სისხლმომარაგება (a.dorsalis clitoridis).

დიდ ცვლილებებს განიცდის საშოს კედლებიც. საშოს კედლები კარგავენ ტონუსს, ელასტიურობას, განსაკუთრებით მრავალჯერად ნამშობიარებ ქალებში. საშოს კედლები ადვილად ღიზიანდება. ესტროგენების გამოყოფის შემცირებასთან ერთად საშოს ეპითელიუმი თხელდება და კარგავს უნარს გამოყოს საკუთარი ლორწო. ყველა  ეს აღნიშნული პროცესი  ხშირად   მიზეზი ხდება  ეგრედ  წოდებული ქრონიკული არაინფექციური ანთებისა, რასაც მედიცინაში უწოდებენ  ატროფიულ ვაგინიტს.

საშო ადვილად ზიანდება, აქვს მიდრეკილება სისხლდენისკენ, ტკივილისკენ. ძნელდება სქესობრივი ურთიერთობა და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც - ის ხდება შეუძლებელი!

 

თქვენ ახსენეთ უროგინეკოლოგიური პრობლემები, შეგიძლიათ კონკრეტულად დაგვისახელოთ?

მენოპაუზის დაწყებასთან ერთად ვითარდება ატროფიული ცვლილებები შარდის ბუშტში, შარდგამომყოფ სისტემაში. ეპითელიუმის ატროფია ხშირად იწვევს საშარდე გზების ფუნქციურ დარღვევებს, როგორიცაა  შარდის შეუკავებლობა  ფიზიკური დატვირთვის და თუნდაც სიცილის, დახველების დროს. ინტიმური ზონის ესთეტიკური და ფუნქციური დარღვევები არ აძლევს ადამიანს  საშუალებას მოახდინოს რეალიზება სექსუალურ სფეროში.

ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 2007 წლიდან, როდესაც სამედიცინო პრაქტიკაში შემოვიდა  ინტიმური ზონების კონტურული პლასტიკა, გამოიწვია უდიდესი ინტერესი არა მარტო პაციენტებში, არამედ  ექიმებშიც, რადგან მათ გაათვითცნობიერეს ის შედეგები, რისი მიღწევის საშუალებასაც იძლეოდა აღნიშნული მცირეინვაზიური (არაქირურგიული) პროცედურები და ტექნოლოგიები;

აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ის მეთოდი რომლებიც გამოიყენებოდა  ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში (ფილერები, პლაზმოლიფტინგი, მოდელირება შემავსებლებით, ბიორევიტალიზაცია)   დღეს ფართოდ  გამოიყენება ინტიმური პლასტიკის დროს გინეკოლოგიასა და უროგინეკოლოგიაში,  მათ შორის  სასქესო ორგანოების კორექციისათვისაც. 

რომელი პრეპარატი გამოიყენება ყველაზე ხშირად და რომელია ყველაზე ეფექტური ინტიმური პლასტიკისთვის?

ინტიმური პლასტიკისათვის  ყველაზე პოპულარულ  თანამედროვე პრეპარატებად მიჩნეულია ჰიალურონის მჟავის შემცველი ფილერები, რომლებიც გამოიყენება ანოგენიტალური მიდამოს კორექციისათვის. პრეპარატის შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები მათი  მაქსიმალური ეფექტურობა და კლინიკურად დამტკიცებული უსაფრთხოებაა. იგი არ უნდა იწვევედეს  ანთებად რეაქციას ქსოვილში, არ უნდა ჰქონდეს კანცეროგენული და ციტო ტოქსიკური მოქმედება,  არ  უნდა ქმნიდეს ინფიცირების პირობებს  და აუცილებლად უნდა  იყოს ფუნქციურად აქტიური გარკვეული დროის განმავლობაში. (მინიმუმ 2 წელი).

 

რა სახის არის ძირითადი ესთეტიკური უროგინეკოლოგიის პროცედურები ?

ინტიმური პლასტიკის პროცედურები იყოფიან  უროგინეკოლოგიურ  და დერმატო-კოსმეტოლოგიურ პროცედურებად.  მაგალითად: მცირე და დიდი სასირცხო ბაგეების კორექცია-მოდელირება ან კლიტოროპლასტიკა ხორციელდება კლინიკის დერმატო-კოსმეტოლოგების მიერ და დიდ პოპულარობით სარგებლობს  პაციენტებს შორის; ხშირია შემთხვევები, როდესაც  კლინიკაში მოსული  პაციენტები ერთდროულად იტარებენ როგორც სახის ასევე ინტიმური ზონების კორექციას გაჯანსაღებისა და გაახალგაზრდავების მიზნით; შედეგიც აბსოლუტურად ერთგვაროვანია: ქალბატონები თვითდაჯერებული და გაჯანსაღებულები აგრძელებენ სრულყოფილ ცხოვრებას საკუთარ თანამეწყვილესთან ერთად!!!

თანამედროვეობაში ფართოდაა  გავრცელებული პათოლოგია, რომელიც ცნობილია „შარდის სტრესული შეუკავებლობის“ სახელით, მოგვიყევით უფრო დეტალურად ამის შესახებ, დარწმუნებული ვარ ეს კითხვა უამრავ ჩემს ახლობელსა და კოლეგას აინტერესებს?

„შარდის სტრესული შეუკავებლობის“ - ეს არის მდგომარეობა როდესაც მუცლის წინა კედლების კუნთის დაჭიმვისას (ხველების, სიცილის,ფიზიკური დატვირთვის, სირბილის, სიარულის, სქესობრივი აქტის დროს)  ხდება შარდის არასასურველი გამოყოფა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით 40 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის ქალბატონების 40%-ში გვხვდება შარდის სტრესული შეუკავებლობა. 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ეს პრობლემა აწუხებს ქალთა 50%-ს. როგორც ვხედავთ აღნიშნული სინდრომი გვხვდება არა მხოლოდ პერიმენოპაუზალურ პერიოდში, არამედ ახალგაზრდა რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებშიც. ქალები ხშირად არ მიმართავენ ექიმს „ცრუ" სირცხვილის გამო და ძირითადად იმის გამო, რადგან თვლიან, რომ ეს მდგომარეობა განუკურნებელია. ასეთი ქალების ცხოვრების ხარისხი იცვლება (ისინი არ დადიან სტუმრად, წყვეტენ სექსუალურ აქტივობას და ასე შემდეგ.)

თანამედროვე ინტიმური უროგინეკოლოგია 90% შემთხვევებში გვაძლევს საშუალებას დავამარცხოთ ეს პრობლემა.

რა იწვევს ამ მოვლენას?                                                                                                                                                  

რაც შეეხება მიზეზებს,  რომელიც იწვევს „შარდის სტრესული შეუკავებლობას“  და მისი  ძირითადი მექანიზმი, რომელიც იწვევს შარდის შეკავებას შარდის ბუშტში,  გახლავთ მაღალი შიდა ურეთრალური წნევა. შიდა ურეთრალურ წნევას აქვეითებს მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტე, საშოს კედლების და შინაგანი სასქესო ორგანოების პროლაფსი (დაწევა), რომლებიც ვითარდება ხშირი მშობიარობების შემდეგ და მშობიარობის  დროს მიღებული ტრამვების შედეგად.  თუმცა მენჯის ფსკერის კუნთების სისუსტეს იწვევს კუნთების და შემაერთებელი ქსოვილების თანდაყოლილი ანომალიაც, შორისის  ტრავმები და  ნერვული კონტროლის დარღვევა.

როგორია მისი მკურნალობის მეთოდი?

„შარდის სტრესული შეუკავებლობის“ არაქირგიული მკურნალობის მეთოდი გულისხმობს შემავსებლების შეყვანას პარაურეთრალური ქსოვილის გარკვეულ წერტილებში. აღნიშნული შემავსებლები შექმნილია მიზნობრივად ამ ზონაში გამოყენების მიზნით. პროცედურა არის უმტკივნეულო არ გრძელდება ნახევარ საათზე დიდხანს. პაციენტი უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას იმ დღესვე. ეფექტი გრძელდება 1-1,5 წლის განმავლობაში .

მანიპულაციის წინ პაციენტს უტარდება კვალიფიციური კონსულტაცია  და გამოკვლევები შარდის შეუკავებლობის სხვა მიზეზების გამორიცხვის მიზნით (ხორციელდება სრული ანამეზის შეკრება, პაცენტს უტარდება შემდეგი აუცილებელი კვლევები:  შარდის საერთო ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპია, საშოს ნაცხი ონკოციტოლოგიაზე, საჭიროების შემთხვევაში - საშარდე გზების  ულტრაბგერითი კვლევა, ცისტოსკოპია და სხვა)

რა სახის სხვა ინტიმური პლასტიკის პროცედურები ტარდება კლინიკაში?

კლინიკაში საუკეთესო შედეგები მიიღწევა გინეკოლოგისა და დერმატო-კოსმეტოლოგების მიერ ჩატარებულ  შემდეგ ინტიმური ზონების პლასტიკურ პროცედურებზე:

კლიტოროპლასტიკა

კლიტორის  რეკოსტრუქცია:   ტარდება    იმ  პაციენეტებში ,  რომელთაც კლიტორი მთლიანად დაფარული აქვთ  კანის ლოსკუტით - ეგრედ წოდებული კაპიუშონით. დეფექტი შეიძლება იყოს ასაკობრივი ატროფიის შედეგი,  ან  მექანიკური ზემოქმედების შედეგი (მაგ: მშობიარობა, ტრავმა). კლიტორო-პლასტიკის ტექნიკა გულისხმობს კლიტორის თავის და ჯიბის შევსებას ჰიარულონის მჟავის ფილერით. პროცედურის შედეგად მიიღწევა მისი მოცულობის  გაზრდა, რომელიც თავისმხრივ იწვევს  მგრძნობელობის გაუმჯობესებას.  რაც საბოლოო შედეგად იძლევა სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრების გარანტიას;

დიდი და მცირე სასირცხო ბაგეების  კორექცია

კონტურული პლასტიკის ეს სახეობა გამოიყენება დიდი სასირცხო ბაგეების ლიპო დისტროფიის დროს. ფილერი შეყვანის შემდეგ  იზრდება დიდი სასირცხო ბაგეების მოცულობა, მოდელირდება საშოს შესასვლელი და მცირე სასირცხო ბაგეების მოცულობებიც.  შედეგად ასევე მიიღწევა ქალის გენიტალიური ორგანოების აღდგენა - გაახალგაზრდავება და გაჯანმრთელება; მისი საბოლოო შედეგიც არის სრულყოფილი თანაცხოვრების აღდგენა-გაუმჯობესება და ოჯახური ცხოვრების გაჯანსაღება;

G-წერტილის (ამლიპლიფიკაცია) გაძლიერება

G-ზონის  მიდამოში შეიყვანება  ჰიალურონის მჟავის შემცველი გელი  ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.  შედეგად იზრდება არა მხოლოდ G-ზონის მოცულობა, არამედ მცირდება  საშოს მოცულობიც.  ეს კი რასაკვირველია ზრდის სასქესო კონტაქტის სრუფასოვნებას და მგრძნობელობას. დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე აპრობირებული და ეფექტური მეთოდია და თითქმის ყველა ამ პროცედურას  მაქსიმალური დადებითი ეფეტი გააჩნია; ქალბატონებისათვის იგი ძალზე საინტერესო და სასარგებლოა საკუთარი პარტნიორისა და საბოლოო ჯამში ოჯახის შენარჩუნების კუთხით.

ჩამონათვალთან დაბრუნება