მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » ანთებითი დაავადებები

ანთებითი დაავადებები

რა ანთებითი დაავადებების მკურნალობა შეგიძლიათ კლინიკა მედიში ?

ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები:

ესთეტიური მედიცინის ცენტრ "მედი"-ში ხდება სპეციფიური (ტრიქომონადები; გონოკოკები; კანდიდები; ქლამიდიები; ტუბერკულოზის ჩხირი; ვირუსები) და არასპეციფიური (სტაფილოკოკები; ნაწლავის ჩხირი; სტრეპტოკოკები) აგენტით გამოწვეული ანთებითი დაავადებების როგორც კონსერვატიული, ისე ოპერაციული მკურნალობა, კერძოდ :

  • ვულვიტი - ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადება;
  • ბართოლინიტი - საშოს კარიბჭის დიდი ჯირკვლის ანთება;
  • ვაგინიტი - საშოს ლორწოვანი გარსის ანთება
  • ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ნორმალური მიკროფლორის დარღვევა
  • ენდოცერვიციტი - ყელის არხის ლორწოვანი გარსის ანთება;
  • ცერვიციტი - საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის ანთება;
  • ვაგინიზმი - საშოს კუნთების სპაზმური შეკუმშვა;
  • ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • პარამეტრიტი - საშვილოსნოს მიმდებარე ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება;
  • სალპინგოოფორიტი - საშვილოსნოს დანამატების ანთება;
  • პელვიოპერიტონიტი - მცირე მენჯის პერიტონეუმის ანთება;
  • სალპინგიტი - ფალოპის მილის ანთება.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: 

  • ტრიქომონიაზი;
  • გონორეა;
  • მიკოპლაზმოზი;
  • უროგენიტალური ქლამიდიოზი;
  • ადამიანის პაპილომა ვირუსი;
  • გენიტალური ჰერპესი;
  • კანდიდოზი