მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » G-Spot-ის (ზონის) კორექცია

G-Spot-ის (ზონის) კორექცია

გრაფენბერგის წერტილი G- Spot არის ყველაზე ეროგენული ზონა მდებარე საშოს კედელზე. ბევრი ქალბატონი პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დროს ვერ იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. G-წერტილის გადიდება და სტიმულაცია ზრდის სიამოვნების მიღების საშუალებას სქესობრივად აქტიურ და ნორმალური სქესობრივი ფუნქციის მქონე ქალებში. პროცედურა არ არის რეკომენდებული ემოციური ლაბილობითა, სქესობრივი და ფსიქოლოგიური პრობლემებით. 

რა  ტექნოლოგიით კეთდება კლინიკა მედიში ეს პროცედურა? 

G-Spot-ის გადიდება არის უმტკივნეულო, უსაფრთხო, არაქირურგიული, სწრაფი და ეფექტური პროცედურა. ექიმს შეჰყავს განსაზღვრული რაოდენობის ადამიანის დამუშავებული კოლაგენი ლორწოვან გარსში, G-წერტილის ადგილას. შემდგომ ხდება მისი ზომაში მომატება. პროცედურა ტარდება ლოკალური ანესთეზიით.

როგორია მიღებული შედეგი? 

პაციენტს პროცედურიდან 4 საათის შემდეგ შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა. ეფექტი გრძელდება დაახლოვებით 4 თვე. 

რამდენად ხანგრძლივია პროცედურა? 

პროცედურა გრძელდება 15-30 წუთი.

აქვს თუ არა ამ პროცედურას გვერდითი მოვლენები ?

გართულებების განვითარების რისკი ძალიან დაბალია, შეიძლება აღინიშნოს მცირე რაოდენობით სისხლდენა ინექციის ადგილიდან, რომელიც ცოტა ხანში გაივლის.

პაციენტი იმ დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.