მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია

ჰისტეროსკოპია, ჰისტერორეზექტოსკოპია

ჰისტეროსკოპია - ეს არის საშვილოსნოს ღრუს სიგნიდან დათვალიერება. ჰისტეროსკოპია ყველაზე ზუსტი თანამედროვე მეთოდია. ის აფართოებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს საშვილოსნოს პათოლოგიების დასადგენად. მკურნალობისას იძლევა არჩევანის საშუალებას, ხოლო ქირურგიული ჩარევის დროს მინიმალურად ტრავმულია.

კვლევა ტარდება სპეციალური ოპტიკური სისტემის - ჰისტეროსკოპის მეშვეობით. ეს ხელსაწყო შეჰყავთ საშოში, ხოლო იქიდან საშვილოსნოს ყელის გავლით - მის ღრუში.

ჰისტეროსკოპია მიკროქირურგიული ჩარევაა, ამ დროს საშვილოსნოს კედელი არ ზიანდება.

 

 

დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპიის ჩვენებაა:

 

ანომალიური სისხლდენები საშვილოსნოდან;

უნაყოფობა;

ანომალიური ჰისტეროსალპინგოგრამები;

მენსტრუალური ციკლის დარღვევა;

ტკივილი მცირე მენჯის ღრუში;

ენდომეტრიუმის პოლიპები, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია, ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა კვანძების ლორწქვეშა ზრდით, ენდომეტრიუმის კიბო, საშვილოსნოს ღრუს ანომალიური განვითარება, უცხო სხეული საშვილოსნოს ღრუში, შეხორცებები;

საშვილოსნოს შიდა სპირალის მდებარეობის დადგენა;

მშობიარობის შემდგომი პერიოდის გართულებები.