მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » საშვილოსნოს ყელის დაავადებების თანამედროვე დიაგნოსტიკა და მკურნალობა

კიბოსწინარე დაავადებები

კლინიკა "მედი"-ში მაღალკვალიფიციური ექიმები კურნავენ საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებს, როგორიც არის:

ეროზიები - საშვილოსნოს ყელის ეროზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დეფექტია და მის საშოსმხრივ ნაწილზეა განლაგებული. როდესაც აქ არსებული ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმი ამა თუ იმ მიზეზით დისტროფიულ ცვლილებებს განიცდის და ჩამოიფცქვნება, დაზიანებულ ზედაპირზე ჩნდება დეფექტი.

პოლიპეპი - საშვილოსნოს არხის ლორწოვანი გარსის წანაზარდებია. მათი წარმოქმნა დაკავშირებულია როგორც ჰორმონულ, ისე ანთებით ცვლილებებთან. პოლიპი შეიძლება იყოს ერთეული, ან მრავლობითი. საშვილოსნოს ყელის პოლიპებიან ავადმყოფებში აღინიშნება ლორწოვანის თეთრად შლა, ზოგჯერ ვითარდება კონტაქტური სისხლდენები.

პაპილომა - ვითარდება ერთეული ან მრავლობითი წანაზარდები, რომლებიც მოგვაგონებენ ყვავილოვან კომბოსტოს. დიაგნოზის დადგენა ხდება საშოსმხრივი გამოკვლევის საფუძველზე.

დისპლაზია - უფრო ხშირად გვხვდება 35 წლის და უფროსი ასაკის ქალებში. ეპითელური დისპლაზიებისთვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის მფარავი ბრტყელი მრავალშრიანი ეპითელიუმის უჯრედების მომწიფებისა და დიფერენცირების დარღვევა. დისპლაზია ძირითადად ვითარდება ხანგრძლივად არსებული მორეციდივე ფსევდოეროზიის ფონზე, თუმცა შეიძლება განვითარდეს პათოლოგიურად შეუცვლელ საშვილოსნოს ყელზეც. დისპლაზიის კოლპოსკოპიური სურათი ხასიათდება ექტოპიით, ეპიდერმიზაციით და დისკერატოზით.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი "მედი" გთავაზობთ  ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით მკურნალობას – რადიოტალღური ქირურგიის მეთოდით, კერძოდ, აპარატი "სურგიტრონ"-ის (აშშ) გამოყენებით. რადიოტალღური აპარატი უზრუნველყოფს ატრავმატულ კვეთას, ქსოვილების მინიმალურ დაზიანებას, სისხლდენის შემცირებას, ჭრილობის დაჩქარებულ შეხორცებას და, რაც მთავარია, ოპერაციის შემდგომი გართულებებისა და რეციდივის არარსებობას. მკურნალობის რადიოქირურგიული მეთოდის შედეგად საშვილოსნოს ყელში არ ჩნდება ნაწიბური, რის გამოც ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია როგორც ნამშობიარევი, ასევე არანამშობიარევი ქალებისთვის, ან მათთვის, ვინც კვლავ აპირებს შვილის გაჩენას. 

რადიოქირურგია არაკონტაქტური კვეთისა და კოაგულაციის უნიკალური მეთოდია, რომელიც ხორციელდება მაღალი სიხშირის რადიოტალღების (3,8-4,0 მეგაჰერცი) მეშვეობით. ეს ენერგია, ფაქტობრივად, აორთქლებს უჯრედებს. ამავე დროს, უჯრედებთან ელექტროდის უშუალო კონტაქტი არ ხდება, ელექტროდი არც კი თბება. რადიოქირურგიის ტექნიკა მთლიანად გამორიცხავს კუნთების მტკივნეულ შეკუმშვას ან ნერვული დაბოლოების სტიმულაციას. პაციენტის სხეულზე რადიოტალღების გავლის დროს ხდება ელექტროდისა და ჭრილობის ავტოსტერილიზაცია. 

რადიოქირურგიულ მკურნალობას, რასაკვირველია, თავისი უპირატესობები აქვს. მათ შორისაა:

  •  უსისხლო ოპერაცია სისხლძარღვთა კოაგულაციის ხარჯზე;
  •  არ ხდება ქსოვილთა დამწვრობა და დანეკროზება;
  •  პროცედურა აბსოლუტურად უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ქსოვილთა კვეთის სიმსუბუქე;
  •  მიღებული ქსოვილი გამოდგება მორფოლოგიური კვლევისთვის;
  •  შემცირებულია ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
  •  არ არსებობს ოპერაციის შემდგომი გართულება სისხლდენის სახით;
  •  ჭრილობა ხორცდება ყოველგვარი ნაწიბურის გარეშე;
  •  შენარჩუნებულია საშვილოსნოს ყელის არქიტექტონიკა;
  •  არ არსებობს არანაირი რეციდივი.