მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » კლიმაქტერული პერიოდის მართვა

კლიმაქტერული პერიოდის მართვა

მენოპაუზა არის მენსტრუაციის მუდმივი შეწყვეტა, რომელიც  დაახლოებით 51 წლის ასაკში იწყება, თუმცა ასაკი ყველა ქალბატონისტვის ინდივიდუალური და შეიძლება სხვადასხვა ასაკში გამოვლინდეს.   კლიმაქტერული პერიოდი არის ქალის ცხოვრების გარდამავალი ასაკობრივი ეტაპი რეპროდუქტიულ პერიოდსა და საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის შეწყვეტას შორის. დაკავშირებულია საკვერცხეების ფუნქციის დარღვევასთნ, რასაც თან ახლავს მენსტრუალური ციკლის დარღვევა. 

რა სიმფტომები ვლინდება კლიმაქტერული პერიოდის დროს ?  
ზოგიერთ ქალბატონს მენოპაუზის დროს აღენიშნება ნაკლები სიმტომები, როცა სხვა შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს მძიმედ, გამოხატული ენდოკრინული, ნივთიერებათა ცვლის, სისხლძარღვოვან-ვეგეტატიური, ნერვულ-ფსიქიური დარღვევებით.  მენოპაუზისთვის დამახასათიაბებლი სიმპტომებია: არარეგულარული სისხლდენები, ალები თავისა და სხეულის ზედა ნახევარში, თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა, აგზნებადობა, ოფლიანობა ღამით, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, წონაში მომატება.
კლიმაქტერული პერიოდის დროს შეიძლება აღინიშნოს სხვადასხვა სახის გართულებები, როგორიც არის ოსტეოპოროზი, გულის დაავადებები, ასევე იზრდება ძუძუს კიბოს განვითარების რისკი.


რა ტიპის მკურნალობას გვთავაზობს კლინიკა „მედი“ ?
კლინიკა “მედი” გთავაზობთ კლიმაქტერული პერიოდის მართვას მედიცინის თანამედროვე მეთოდებით, თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალური მიდგომით, როგორიც არის ჰორმონალური და არაჰორმონალური პრეპარატები, ცხოვრების წესის შეცვლა, ფიტნესი და სხვა ალტერნატიული თერაპიული საშუალებები. თავიდან აიცილეთ გართულებები და გაილამაზეთ ცხოვრება ჩვენთან ერთად.