ლაპარასკოპია

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიების განვითარებამ ინჟინრებს საშუალება მისცა დაემზადებინათ გაცილებით მცირე დიამეტრისა და დიდი გარჩევის მქონე ლაპარასკოპიული და ჰისტეროსკოპიული ინსტრუმენტები.

 

უკვე კლინიკა "მედი-ში" უსისხლო მეთოდით უშვილობის დიაგნოსტირება და მკურნალობა, მუცლის ღრუს ლაპარასკოპიული გამოკვლევები. ამ მეთოდის საშუალებით სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი:

 

უშვილობის გამომწვევი მიზეზების მკურნალობა;

საშვილოსნოს მილების გამტარობის შემოწმება;

საშვილოსნოს მილების პლასტიკა;

პოსტოპერაციული გართულების შემცირება.

 

უპირატესობანი ტრადიციულ ოპერაციებთან შედარებით:

 

სწრაფი რეაბილიტაცია;

უმნიშვნელო ჭრილობები;

პოსტოპერაციული ტკივილის არარსებობა;

ოპერაცია ვიდეოკონტროლით;

ოპერაციის შედეგად მიღებული უმნიშვნელო ნაწიბურები.

 

ლაპარასკოპიის საშუალებით ქსოვილების ტრამვირება ნაკლებად ხდება. ოპერაციის შემდგომ პერიოდში მუცლის ღრუში პრაქტიკულად არ ვითარდება შეხორცებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის, მათ შორის პაციენტთათვის უშვილობის დიაგნოზით. შეხორცებები უშვილობის ერთ-ერთი მიზეზია. ეს აპარატი საშუალებას იძლევა, დავათვალიეროთ არა მარტო მცირე მენჯი და ქალის სასქესო ორგანოები, არამედ მთელი მუცლის ღრუ და თანაც რამდენჯერმე გადიდებული გამოსახულებით. ეს კი გვეხმარება აღმოვაჩინოთ დაზიანების ისეთი მიკროსკოპული კერები, რომელიც გაკვეთის შემთხვევაშიც კი შეიძლება შეუმცნეველი დარჩენილიყო. 

შეგვიძლია დავადგინოთ ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დადგენა ექოსკოპიურად თუ სხვა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია. ლაპარასკოპიული ოპერაციის შემდეგ პაცინტის რეაბილიტაცია ძალიან სწრაფია - უნმიშვნელო ჭრილობები და პოსტოპერაციული ტკივილის არასებობა მას საშუალებას აძლევს ერთ დღეში გაეწეროს.