მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » საერთო დიაგნოსტიკა

საერთო დიაგნოსტიკა

პროფილაქტიკური შემოწმება და დიაგნოსტიკა

ქალბატონებისთვის მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური შემოწმება და გარკვეული დაავადებების დიაგნოსტირება. პროფილაქტიკური გამოკვლევისას, კერძოდ კი ინფექციისას, ყურადღება ექცევა:

  • გენიტალიებს (სიწითლე, შეშუპება, გამონაყარი)
  • კლიტორის სიდიდეს (დიდი, პატარა)
  • გამონადენს (სისხლიანი, თეთრად შლა)
  • საქალწულე აპკს (ხელუხლებელი; დარღვეული)
  • სიმსივნის მაგვარ წარმონაქმნებს.

გამოკვლევის საწყის ეტაპზე ავადმყოფი თავსდება გინეკოლოგიურ სკამზე და ხდება მისი სარკეებით, ბიმანუალური და რექტალური გასინჯვა. საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე დაავადებებისა და კიბოს გამოსავლენად, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სქესობრივად გადამდები ადამიანის პაპილომა ვირუსით, გამოიყენება პაპანიკოლაუს ტესტი  (PAP ტესტი), რომლის ფართო გამოყენებამ დიდი წვლილი შეიტანა საშვილოსნოს ყელის კიბოს ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაში.

PAP ტესტის შედეგის კლასიფიკაცია:

I კლასი - ნორმა

II კლასი - ატიპიური, ანთება ან ჩანს საშვილოსნოს უჯრედები

III კლასი - დისპლაზიური, რბილი, ზომიერი ან მძიმე

IV კლასი - კარცინომა ინ-სიტუ

V კლასი - ინვაზიური კიბო

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში ამავე მიზნით გამოიყენება ციფრული ვიდეოკოლპოსკოპია. ამ მეთოდის საშუალებით ქალს თავად შეუძლია დაინახოს საკუთარი გარეთა სასქესო ორგანოების და საშვილოსნოს ყელის პათოლოგია.