მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » ინტიმური პლასტიკა

ინტიმური პლასტიკა

შორისის კუნთოვანი სისტემა ქალის ჯანმრთელობისა და ინტიმური ბედნიერების განმსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მენჯის კუნთოვანი სისტემა საყრდენს უქმნის მუცლის ღრუს ორგანოებს, ამასთანავე მონაწილეობს განაყოფიერებაში, ნაყოფის განვითარებასა და მშობიარობის პროცესში.შორისის კუნთების გაწელვა, ნახეთქების გაჩენა და ელასტიურობის დაკარგვა საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობას, რადგანაც ხშირად რეპროდუქციულ სისტემასთან ერთად ზიანდება “მეზობელი ორგანოები”, სწორი ნაწლავი და შარდის ბუშტი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი სისტემის დაზიანება?

კუნთოვანი სისტემის დაზიანებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ტრავმა, გაძნელებული მშობიარობა, სხვადასხვა ინფექციური დაავადება, ასაკი და გენეტიკური ფაქტორიც კი. გამოსავალი საშოს პლასტიკაშია.მშობიარობის შემდეგ ხდება შორისის კუნთების გაჭიმვა, რის გამოც საშო ფართოვდება. შედეგად ქალს უჩნდება პრობლემები სექსუალური ურთიერთობის დროს. ტრავმული ან დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ხდება საშოს კედლების დაწევა, რასაც თან ახლავს არა მარტო პრობლემები ინტიმურ ცხოვრებაში, არამედ ტკივილებიც.

რა პროცედურაა გასავლელი საშოს პლასტიკისთვის?
საშოს პლასტიკა არის ქირურგიული პროცედურა, რომლის დროსაც ხდება საშოს დაჭიმვა და პირველადი ფორმის დაბრუნება, მიმდებარე ქსოვილების აღდგენით და ზედმეტის მოცილებით ხდება საშოს დიამეტრის შემცირება.

რა ტექნოლოგიით კეთდება ეს პროცედურა?
 

არსებობს ორი სახის ტექნოლოგია: ოპერაციული და კონსერვატული(არაოპერაციული).

ოპერაციულიფრთხილად ხდება განაკვეთის გაკეთება შესაბამის ადგილას, ზედმეტი კუნთოვანი ქსოვილის დაჭიმვა ან დამოკლება. საშოს შესავლის დიამეტრიც დაპატარავება საშოს ლორწოვანი გარსის შემცირებით, შესაძლებელია ზედმეტი კანის მოცილებაც.
კონსერვატული- ეს ტექნოლოგია მოიწავს საშოს დავიწროებას ბიოლოგიურად სუფთა შემავსებლების შეყვანას შესაბამის ადგილებში. 
არაქირურგიული მეთოდით შესაძლებელია ასევე საშოს გაახალგაზრდავება და ბაგეების გადიდება შემავსებლების , ბიორევიტალიზაციის და მეხოთერაპიის პროცედურების გამოყენებით.


რა გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს ამ პროცედურამ?

ოპერაციიული მეთოდის შემდეგ პაციენტმა შეიძლება იგრძნოს დისკომფორტი. დაახლოებით 3- 4 კვირაა საჭირო სრული აღდგენიტი პროცესისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს სქესობრივი ურთიერთობისგან, ტამპონის გამოყენებისა და სიმძიმის აწევისგან. 
არაოპერაციული მეთოდის შემდეგ კი პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს მეორე დღესვე.


G ზონის კორექცია

G-Spot-ის (ზონის) კორექცია გრაფენბერგის წერტილი G- Spot არის ყველაზე ეროგენული ზონა მდებარე საშოს კედელზე. ბევრი ქალბატონი პარტნიორთან სქესობრივი ურთიერთობის დროს ვერ იღებს მაქსიმალურ სიამოვნებას. G-წერტილის გადიდება და სტიმულაცია ზრდის სიამოვნების მიღების საშუალებას სქესობრივად აქტიურ და ნორმალური სქესობრივი ფუნქციის მქონე ქალებში. 

რა  ტექნოლოგიით კეთდება კლინიკა მედიში ეს პროცედურა? 

G-Spot-ის გადიდება არის უმტკივნეულო, უსაფრთხო, არაქირურგიული, სწრაფი და ეფექტური პროცედურა.
ექიმს შეჰყავს განსაზღვრული რაოდენობის ჰიალურონის მჟავის შემავსებელი ლორწოვან გარსში, G-წერტილის ადგილას. შემდგომ ხდება მისი ზომაში მომატება. 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

პროცედურის ხანგრძლივობა არის 10 წუთი. 

როგორია მიღებული შედეგი? 
პაციენტს პროცედურიდან 4 საათის შემდეგ შეუძლია ჰქონდეს სქესობრივი ურთიერთობა. ეფექტი გრძელდება დაახლოვებით 4 თვე. 

აქვს თუ არა ამ პროცედურას გვერდითი მოვლენები ?
გართულებების განვითარების რისკი ძალიან დაბალია, შეიძლება აღინიშნოს მცირე რაოდენობით სისხლდენა ინექციის ადგილიდან, რომელიც ცოტა ხანში გაივლის.პაციენტი იმ დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რითმს.