მთავარი » მომსახურება » გინეკოლოგია » უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

უნაყოფობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

უნაყოფობა დგინდება, როდესაც ერთი წლის განმავლობაში დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შედეგად ორსულობა არ აღინიშნება. უნაყოფობა მეტად აქტუალური პრობლემაა, უნაყოფო წყვილების 20%-ში მიზეზი შეიძლება იყოს მამაკაცი.
ამ პრობლემაზე ზრუნვის გაძლიერება განაპირობა მრავალმა ფაქტორმა. ამაღლდა გაცნობიერება იმისა, რომ უნაყოფობა სამედიცინო პრობლემაა, რომლის განკურნება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით. სრულად უნდა მოხდეს ორივე პარტნიორის გამოკვლევა.ორივე პარტნიორის ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს სიძნელეები ჩასახვასთან დაკავშირებით. მაშასადამე, მნიშვნელოვანია ყველა შესაძლო დიაგნოზის განხილვა ინვაზიური მკურნალობის გაგრძელებამდე. 

 

უნაყოფობის მკურნალობის  რა მეთოდს გვთავაზობს კლინიკა “მედი “ ?

 

პაციენტების პოპულაციაში უნაყოფობის სხვადასხვა მიზეზის გავრცელება განსხვავდება. საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ პაციენტთან, მნიშვნელოვანია პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა, ორივე პარტნიორის დეტალური გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. კლინიკა “მედი” გთავაზობთ უნაყოფობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს, გამომწვევი მიზეზის შესაბამისად, როგორც ქირურგიულ, ისე კონსერვატიულის.