ვაქცინაცია

სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს შორის ფართოდ არის გავრცელებული სასქესო ორგანოების პაპილომა ვირუსული ინფექცია, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება. აღნიშნული პათოლოგიის გამომწვევი ადამიანის პაპილომავირუსია (HPV). არსებობს HPV–ს 100 ტიპზე მეტი, ქვეტიპები- 6 და 11 გენიტალურ კონდილომებს იწვევს. ხოლო ქვეტიპები- 16,18 უშუალო კავშირშია საშვილოსნოს ყელის კიბოსთან.

რა გადაცემის გზები არსებობს? 

სქესობრივი; კონტაქტური - დაინფიცირებული კანი- ლორწოვანი და პირიქით; ნაყოფის ინფიცირება ხდება საშვილოსნოს გზებში გავლის დროს.

რა   რისკ-ფაქტორებთან არის დაკავშირებული ეს ვირუსი ? 

სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება (12-14 წლის ასაკში); სქესობრივი პარტნიორის ხშირი ცვლა; კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენება (>5 თვეზე); სამშობიარო გზების ტრავმატიზმი მშობიარობის, ხელოვნური აბორტისას. სტატისტიკის მიხედვით,  მსოფლიოში ბოლო ათწლეულის მანძილზე ინფიცირებულთა რიცხვი 10-ჯერ და მეტად გაიზარდა; HPV-ინფექცია ყველაზე ხშირად გვხვდება 20-30 წლის ასაკობრივ ჯგუფში,  ქალთა რეპროდუქციული ფუნქციის აყვავებისა და მაღალი სქესობრივი აქტივობის პერიოდში.

რა  შეიძლება გამოიწვიოს ამ ვირუსმა ? 
HPV - ინფექციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა საკმაოდ რთულია. ქალთა 35%-ზე მეტი, რომელთაც არა აქვთ HPV-ინფექციის სიმპტომები, წარმოადგენს HPV-ის მტარებელს და ინფექციის გადაცემის უნებლიე წყაროს; HPV განიხილება, როგორც საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს პათოგენეზის ეტიოლოგიური ფაქტორი. მსოფლიოში ქალთა ავთვისებიან წარმონაქმნთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ. კვლევებით დადასტურდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალთა 99%-ზე მეტი ამ ვირუსით არის ინფიცირებული.  

რატომ არის სასურველი ვაქცინაცია ?

HPV–ს საწინააღმდეგო ვაქცინა:HPV–ს საწინააღმდეგო კვადრივალენტური ვაქცინა წარმოადგენს ვირუსის 6, 11, 16 და 18 ტიპების L1 კაპსიდური პროტეინისაგან მიღებულ რეკომბინანტულ ვირუსისმაგვარი ნაწილაკების ნარევს; ის უზრუნველყოფს საიმედო დაცვას სულ მცირე 5 წლის მანძილზე; დამტკიცებულია ქალთა 9–26 წლის ასაკობრივ ჯგუფში გამოსაყენებლად, ხოლო რეკომენდებულია აცრების დაწყება 11–12 წლის ასაკისათვის. ვაქცინაცია იდეალურია სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.

ვაქცინა ეფექტურია ვირუსით დაინფიცირებამდე. უცნობია შეუძლია თუ არა ვაქცინას ნაყოფისთვის ვნების მოტანა ორსული ქალის იმუნიზაციის შემთხვევაში. ექიმი იღებს გადაწყვეტილებას  აუცილებელია თუ არა იმუნიზაცია;  იმუნიზაცია შეიძლება მეძუძურ დედებში და ქალებში, რომლებიც აპირებენ ბავშვის ძუძუთი კვებას.
ვაქცინები GARDASIL-ი  და Cervarix -იუსაფრთხოა და კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ მას მინიმალური გვერდითი მოვლენები აქვს.