მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » კანის დეტალური 3D დიაგნოსტირება

კანის დეტალური 3D დიაგნოსტირება

        VISIA - მე-7 თაობის აპარატი უკვე საქართველოში!

პირველად, მხოლოდ კლინიკა მედიში!

კანის 3 D დიაგნოსტირება

უახლესი თაობის აპარატით - VISIA ხდება სახის კანის სრულყოფილი სკანირება, კანის ზედაპირსა და ღრმა ფენებში არსებული დეფექტების პროცენტული განსაზღვრა:

  • ლაქები კანის ზედაპირზე
  • ნაოჭები
  • კანის სტრუქტურა
  • ფორები
  • ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული ლაქები
  • ყავისფერი ლაქები
  • სიწითლეები კანზე
  • კანის სისუფთავე

 

მიღებული პროცენტული მაჩვენებლებით შედგენილი თანამედროვე ცხრილებისა და გრაფიკების საშუალებით  ხდება კანის საერთო მდგომარეობის და  ბიოლოგიური ასაკის დადგენა.

კანის დეტალური დიაგნოსტირება

 

მიღებული მაჩვენებლებით დგინდება კანის საერთო მდგომარეობა, ბიოლოგიური ასაკი, ჩატარდება სრულყოფილი კონსულტაცია, დაიგეგმება სწორი მკურნალობა: 

  • არანაირი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული ცდომილება!
  • 100 % გარანტირებული სიზუსტე!
  • პაციენტის მაქსიმალური კომპორტი!

სახის კანის სკანირებას ატარებენ კლინიკა მედის გამოცდილი დერმატო-კოსმეტოლოგები.

 


განახლებული პროგრამა წამებში ახდენს კანის ტიპის კლასიფიკაციას,  პრობლემების განსაზღვრას და ამ ყველაფრს წარმოადგენს მაღალი ხარისხის  ფერად ფოტოსურათზე.

კანის სრულყოფილი დიაგნოსტირებისთვის ინდივიდუალურად ხდება პაციენტის  კანის როგორც ზედაპირის ასევე ღრმა ფენების ხილული და უხილავი  პრობლემების განსაზღვრა, რაც შეუძლებელია შეუარაღებელი თვალით. ექიმი უნიშნავს პაციენტს მკურნალობას და  ურჩევს მისთვის შესაფერის კოსმეტოლოგიურ პროცედურებს..

 

 უახლესი გამოგონების საშუალებით ხდება სახის კანის დეტალური სკანირება და თქვენ:


➡ დაადგენთ თუ რა არის თქვენი სახის კანის რეალური ასაკი.
➡ შეამოწმებთ ფორების, კანქვეშ არსებული პიგმენტური ლაქების და ბაქტერიების არსებობას.
➡ ზუსტად დაადგენთ თუ რა ტიპის სიბერის ნიშნები იჩენს თავს მომავალში თქვენს სახეზე (ნაოჭები, კაპილარები, პიგმენტური ლაქები და ა.შ.) და როგორ მოახდინოთ მათი პრევენცია.
➡ შეძლებთ სწორად დაგეგმოთ მკურნალობა და მრავალი წლით გადადოთ სიბერე.

სახის კანის ანალიზი გრძელდება 40 წუთის განმავლობაში,რომელიც მოიცავს კოსმეტოლოგიურ კონსულტაციასაც და თქვენ ზუსტად გეცოდინებათ თუ რა პროცედურა იქნება მაქსიმალური შედეგის მომტანი, კვალიფიციურ კოსმეტოლოგთა დახმარებით დაგეგმავთ სწორ მკურნალობას და გარანტირებულად გადადებთ სიბერეს მრავალი წლით...



კლინიკა მედის მომსახურება