მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » ახალი თაობის მეზოძაფები

ახალი თაობის მეზოძაფები

გაწუხებთ მოდუნებული და  მოშვებული სახის კანი?

 

გსურთ დაიბრუნოთ სახის  ახალგაზრდული ოვალი, აიწიოთ ყვრიმალები, წარბები, დაუბრუნოთ მოშვებულ ნაკვთებს პირვანდელი მდგომარეობა

 

3D მეზოძაფები თქვენთვისაა!!!

 

  • ახალი თაობის მეზოძაფები მხოლოდ კლინიკა მედი-ში!
  • სახისა და სხეულის გაახალგაზრდავება ქირურგიული ჩარევის გარეშე!
  • 21-ე საუკუნის ესთეტიკური მედიცინის საუკეთესო აღმოჩენა !
  • პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა !

 მეზოძაფები

 რატომ უნდა გაიკეთო ახალი თაობის მეზოძაფები?

  • 100 % შენარჩუნებული სახის ბუნებრივი ნაკვთები
  • 100 % შენარჩუნებული  სახის  მიმიკა
  • გარანტირებული შედეგი 2 წლის განმავლობაში
  • ნაოჭების გასწორება
  • სახის ოვალის სრული მოდელირება
  • წარბის კუთხის აწევა
  • ყვრიმალების მოდელირება
  • ღაბაბის ლიფტინგი
  • ფტოზის საწინააღმდეგო კარკასი
  • კანის სტრუქტურის სრული აღდგენა
  • სახის კანის გაახალგაზრდავება
  • ყელისა და დეკოლტეს ზონის ლიფტინგი
  • მკლავების, მუცლის მოშვებული კანის ლიფტინგი
  • არანაირი განაკვეთი და ნაწიბური
  • პროცედურის შემდგომი გართულების გარეშე
  • სწრაფი და ეფექტური შედეგი
  • მოშვებული კანი, უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას
  • მკურნალობის შემდგომ უმჯობესდება კანის სტრუქტურა და ხარისხი
  • სარეაბილიტაციო პერიოდის გარეშე
  • არატრავმული პროცედურა
  • ჰიპოალერგიული

 

 

რა არის მეზოძაფები?

ახალი თაობის მეზოძაფები არის განსაკუთრებული დიზაინის ჰიპოალერგიული  ძაფი, რომლითაც ხდება სხეულისა და სახის ლიფტინგი. მეზოძაფები თხელი ნემსით შეიყვანება კანქვეშ და  დროთა განმავლობაში ბუნებრივად გაიწოვება. წარმოიქმნება ახალი კოლაგენის ბოჭკოები და ხდება ძველი, მოდუნებული კოლაგენური ბოჭკოების გაახალგაზრდავება. სწორედ ამიტომ მეზოძაფებით მიღებული შედეგი არის 100 %-ით ბუნებრივი.

რა არის კოლაგენი?

კოლაგენი არის კანქვეშა ბოჭკო, აუცილებელი პროტეინი, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეზე.ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და შემდგომ საერთოდ წყდება კოლაგენის სინთეზი, რაც იწვევს დაბერების პროცესს.   სწორედ ამიტომ ჩნდება კანზე ნაოჭები, დუნდება კანი.

რამდენ ხანში არის შედეგი და რამდენ ხანს ნარჩუნდება?

შედეგი პროცედურის დასრულებისთანავე შესამჩნევია. ხოლო საბოლოო შედეგი მიიღება 4-8 კვირის ინტერვალში.

შედეგი ნარჩუნდება 2 წელი

რა ზონებზე კეთდება მეზოძაფები?

სახე:

  • შუბლი
  • წარბი
  • თვალის გარშემო
  • ყვრიმალები
  • ცხვირ-ტუჩის ნაოჭი
  • ღაბაბი
  • სახის ოვალი
  • ყელი

სხეული:

  • დეკოლტე
  • მკერდი
  • დუნდულები
  • მუცელი
  • მკლავები
  • ბარძაყები

 

მეზოძაფები-ზონები

რისგან არის დამზადებული და რამდენად უსაფრთხოა ახალი თაობის მეზოძაფები?

პოლიდიოქსინისგან დამზადებული ძაფები, რომელიც არის ბიოთავსებადი და ჰიპოალერგიული, ბოლო 15 წლის განმავლობაში წარმატებით გამოიყენება ნეიროქირურგიასა და კარდიო ქირურგიაშიც.

ახალი თაობის მეზოძაფები ასევე წარმატებით გამოიყენება  კლინიკა მედის კოსმეტოლოგიურ განყოფილებაში!

მტკივნეულია თუ არა პროცედურა?

პროცედურა ექვემდებარება ადგილობრივ ანესთეზიას.

შესაძლებელია თუ არა პროცედურას მოყვეს რაიმე ტიპის გართულება?

პროცედურას არ მოყვება გართულება.

ჭირდება პროცედურას წინასწარი მომზადება და აქვს თუ არა სარეაბილიტაციო პერიოდი?

პროცედურას არ ჭირდება წინასწარი მომზადება ან შემდგომი რეაბილიტაცია. იმავე დღეს შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. პროცედურის შემდგომ შესაძლოა გაგიჩნდეთ მცირე სილურჯეები კანზე, რომელიც რამოდენიმე დღეში უკვალოდ გაქრება.

 საჭიროა თუ არა განმეორებით პროცედურა?

კონკრეტულ ზონაზე საკმარისია 1 პროცედურა

შესძლებელია თუ არა  მეზოძაფებთან ერთად სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება?

3-4 კვირის შემდეგ შესაძლებელია სხვა კოსმეტოლოგიური პროცედურის ჩატარება



კლინიკა მედის მომსახურება