მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » აპარატურული კოსმეტოლოგია

აპარატურული კოსმეტოლოგია

აპარატურული კოსმეტოლოგია 

 

სპა-კაფსულა არის აპარატი ნიღაბი, რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.

სპა–კაფსულა არეგულირებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს კოლაგენის და ელასტინის სინთეზს,  რის შედეგადაც უმჯობესდება კანის ფერი, ასწორებს  წვრილ ნაოჭებს და იწვევს სახის მოდუნებული კუნთების ბიოსტიმულაციას.

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედიში" სპა-კაფსულა აღჭურვილია ავტომატური და მანუალური ტექნოლოგიებით რომელსაც  აქვს ლიმფოდრენაჟისა და ელექტროლიფტინგის უნარი.  აპარატს აქვს ასევე ინდივიდუალური პოსტოპერაციული პროგრამა, რომელიც გათვალისწინებულია სახის პლასტიკური ოპერაციების შემდგომ რეაბილიტაციის დასაჩქარებლად და გახანგრძლივებისათვის.

 

სპა – კაფსულით მკურნალობის კურსია 8-10 პროცედურა, დღეგამოშვებით. პროცედურის ხანგრძლივობა შეირჩევა კანის ტიპის მიხედვით.

 

გვერდითი მოვლენები
აპარატული კოსმეტეოლოგიის პროცედურას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.

 

პაციენტის სტატუსი
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების რიტმს.

 

ანესთეზია
სპა–კაფსულის პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.



კლინიკა მედის მომსახურება