არამიმიკური ნაოჭების კორექცია
კანის სიმკვრივესა და ელასტიურობას განაპირობებს მასში არსებული ჰიალურონის მჟავა. ორგანიზმში 25 წლის შემდეგ მისი გამომუშავება ქვეითდება და შედეგიც თანდათანობით იჩენს თავს – კანი კარგავს სიმკვრივესა და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ამგვარი მოვლენების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა ჰიალურონის მჟავას პრეპარატის (იუვიდერმი) კანქვეშა ინექციები.
რა არის იუვიდერმი ?
იუვიდერმი ეს არის ბიოთავსებადი პრეპარატი, რომელიც გამოიყენება არამიმიკური (სტატიკური) ნაოჭების კორექციისათვის.
როგორია მისი შედეგი ?
ამ პრეპარატის საშუალებითაც მაქსიმალური შედეგი მიიღწევა კერძოდ ხდება სტატიკური ნაოჭების სრული გასწორება.
როგორია თვითონ პროცედურა ?
პრეპარატი მიკროინექციის გზით შეიყვანება ნაოჭის კანქვეშ, და როდესაც პრეპარატი იწყებს მოქმედებას, ხდება კანის გადასწორება. ეფექტის ხანგრძლივობა 1.5-2 წელიწადია.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პროცედურა გრძელდება დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, არის უმტკივნეულო და კანზე არავითარ კვალს არ ტოვებს.
აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები ?
გვერდითი მოვლენები შესაძლოა იყოს ინექციის ადგილას წერტილოვანი სისხლჩაქცევა ან მცირედი შეშუპება, რაც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში.
პაციენტი პროცედურის ჩატარების შემდეგ უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს და აგრძელებს თავის საქმიანობას.
პროცედურა არ საჭიროებს ანესთეზიას.