დოტ ლაზერი

რა არის  დოტ ლაზერი?


დერმატოოპტიკური თერმოლისი - ასე ჰქვია ამ უნიკალურ ლაზერულ ტექნოლოგიას, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ხდის მას გლუვსა და ერთგვაროვანს, მკვრივსა და ელასტიურს, აფერმკრთალებს და აქრობს პიგმენტულ ლაქებს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს.

ეს არის უნიკალური ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც დროის მინიმალურ პერიოდში ახდენს კანზე არსებული არაერთი პრობლემის მოგვარებას.   ცვლის კანის ხარისხობრივ მაჩვენებლებს.


რა ეფექტი აქვს დოტ  ლაზერს ?


კოლაგენის და ელასტინის გაძლიერებული სინთეზის გამო მას აქვს გამაახალგაზრდავებელი მოქმედება.  ფერმკრთალდება და ქრება კანზე არსებული პიგმენტური ლაქები, კანი უფრო ელასტიური,  გლუვი და  მკვრივი ხდება.  გლუვდება სტრიები და ნაწიბურები, ქრება აკნეს შემდგომი კანზე არსებული ჩაღრმავებები, ვიწროვდება და ქრება გაფართოებული ფორები.


რამდენ ხანში ჩანს  შედეგი?    


7-8 დღის შემდეგ უკვე კანის განახლების და გაახალგაზრდავების  შედეგი ჩანს.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა?

პროცედურა 10-30 წთ  გრძელდება ადგილობრივი ანესთეზიით.

 

აქვს თუ არა ამ პროცედურას  გვერდითი მოვლენები ?


უკუ–ჩვენება არ გააჩნია, რამოდენიმე დღის განმავლობაში კანი შეიძლება შეწითლდეს, რომელიც ჩვეულებრივი რეაქციაა ლაზერის სხივის მოქმედებაზე და აუცილებლად გაივლის რამოდენიმე დღეში .

 

მტკივნეულია  თუ არა  პროცედურა ?


ეს პროცედურა კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით და ამიტომ მტკივნეული არ არის.

 

რა დრო ჭირდება რეაბილიტაციას ?


სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება .



კლინიკა მედის მომსახურება