ელექტროკოაგულაცია

ელექტროკოაგულაცია  არის  ყველაზე ეფექტური და  თანამედროვე მეთოდი კაპილარების, ხალების, მეჭეჭების მოსაშორებლად.

 

შეიძლება თუ არა  ერთი  სეანსის დროს მოიშორო რამდენიმე ერთად ?

მეთოდიკა საშუალებას იძლევა ერთი ან რამდენიმე წარმონაქმნის მოშორებას ერთი სეანსის დროს.

 

როგორ  ტარდება  პროცედურა ?

ადგილობრივი ანესთეზიით  ხდება კონკრეტული ზონის გაყუჩება.  მოსაშორებელი წანაზარდის მონიშვნა ხდება სპეციალური ფანქრით.

კანთან შეხებისას აპარატი მეჭეჭის ადგილას ტოვებს  (წარმოქმნის)  მშრალ ქერქს, რომელიც ხანმოკლე პერიოდის შემდეგ თავისით შორდება.  ეს დამცავი ქერქი,  ხელს უშლის სისხლდენას და ჭრილობის დაიფინცირებას,  რის გამოც ეს მეთოდი ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა. სპეციალისტი ატარებს პროცედურას  ნაზად და ფრთხილად,  არეგულირებს აპარატის ზემოქმედებას კანზე.

 

არის თუ  არა  უსიამოვნო შეგრძნება  პროცედურის შემდეგ?

პროცედურის შემდეგ  შესაძლებელია იყოს ცოტაოდენი სისხლჩაქცევა, თუმცა არ იწვევს სისხლდენას.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?

პროცედურა დამოკიდებულია კანზე არსებული ელემენტების რაოდენობაზე .  საშუალოდ ერთი რბილი ქსოვილის მოშორებას სჭირდება 10-15 წუთი.

 

რამდენად მტკივნეულია პროცედურა ?

პროცედურა ტარდება ადგილობრივი  ანესთეზიით და  შესაბამისად ეს არ იწვევს ტკივილის.

 

როგორ მოვუარო თავს პროცედურის შემდეგ ?

პირველი 7-10 დღე ელექტროკოაგულაციის შემდეგ- წარმოქმნილი ქერქის შეხორცების პერიოდია, ყოველდღიურად დაამუშავეთ ანტისეპტიკური საშუალებებით, მაგალითად 5% კალიუმის პერმანგანატით.

ამ დღეებში ეცადეთ ქერქს  ხელი არ მოკიდოთ  და არ დაასველოთ წყლით  - და შეხორცების პროცესი მარტივად და სწრაფად გაივლის. სქელი და მშრალი ქერქი კარგი ნიშანია - ეს იმაზე მეტყველებს,  რომ შეხორცების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

 

დარჩება თუ არა კვალი  კანზე  პროცედურის შემდეგ ?

წვრილი და საშუალო წარმონაქმნების მოშორების შემდეგ არანაირი კვალი არ რჩება (კანზე რჩება ფუფხი და მცირედი ჩანაჭდევი, რაც აღმოფხვრება 10-14 დღის განმავლობაში). დაგავიწყდებათ, რომ  იყო ხალი, მეჭეჭი ან სხვა დეტალი, რომელიც ხასიათს გიფუჭებდათ.

ხოლო თუ წარმონაქმნი საკმაოდ დიდია,  კანზე შეიძლება დარჩეს ღია ლაქა, უპიგმენტო - რომელიც დროთა განმავლობაში გაქრება.

 

რა უპირატესობა  აქვს აპარატს,  რომელიც გამოიყენება კლინიკაში?


აპარატის უპირატესობანი:

1. მინიმალურია ჭრილობის რისკი – ძალზედ ზედაპირულად ხდება აპარატის მიერ სახის კანიდან არასასურველი წანაზარდების მოცილება,  არ ხდება კანის დაზიანება და ქირურგიული გაკერვა.

2. მინიმალური სისხლდენა

3. მინიმალური ტკივილი

 

გამოყენებული სამედიცინო აპარატურა (რადიოსიხშირის ტალღის ზემოქმედებით) და მეთოდი, უზრუნველყოფს პაპილომების მოცილებას უკვალოდ და უმტკივნეულოდ მოშორებას.



კლინიკა მედის მომსახურება