ჰიპერჰიდროზი
პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე.
ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო გამოყენება, მაგრამ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით - დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდროზი ?
ჰიპერჰიდროზი შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების დროსაც კი, რომელსაც თავის მხრივ მოჰყვება გარკვეული სირთულეები. როდესაც ვსაუბრობთ ჰიპერჰიდროზზე, უნდა განვასხვავოთ ორი მდგომარეობა - ზოგადი და ლოკალურად მომატებული ოფლის გამოყოფა. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ ვგულისხმობთ ლოკალურ, ესენციალურ ჰიპერჰიდროზს.
როგორ შეიძლება მოვუაროთ ამ პრობლემას?
ტექნოლოგია: პრეპარატი შეიყვანება პრობლემურ ზონაში (ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას.
რამდენ ხანში ჩანს ეფექტი ?
დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის განმავლობაში პრეპარატი აღწევს მისი ზემოქმედების მაქსიმალურ ვადას და ეფექტიც ნათლად ჩანს. ეფექტი ხანგრძლივობას ინარჩუნებს 6 თვიდან 12 თვემდე.
რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30-40წთ.
აქვს თუ არა პროცედურას გვერდითი მოვლენები?
შესაძლოა ინექციების ადგილას გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში.
პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.