მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტული მაკიაჟი

 

პერმანენტული მაკიაჟი არის უნიკალური პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტუჩის კონტურის გადიდება,  ტუჩებზე,  თვალებზე,  წარბებზე არსებული ასიმეტრიის კორექცია წარბების  ფორმისა და ფერის შეცვლა და ხალის ტატუირება .

 

რა პროცედურას მოითხოვს პერმანენტული მაკიაჟი ?

 

პროცედურა წარმოადგენს მიკროინექციებს,  რომლის საშულებითაც კანის ზედაპირულ შრეში შეიყვანება მინერალური წარმოშობის პიგმენტი, (პიგმენტი შეირჩევა კანის ფერის და თმის ფერის შესაბამისად),  რომელიც ჰიპოალერგიულია და გვერდითი მოვლენები თან არ ახლავს.

 

რატომ უნდა გავიკეთო პროცედურა კლინიკა “მედიში ” ?

 

ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში  პერმანენტული მაკიაჟი ტარდება უახლესი, გერმანული აპარატის ერთჯერადი ინსტრუმენტების დახმარებით, რაც პროცედურის კომფორტულად და უმტკივნეულოდ ჩატარების საშუალებას იძლევა (განსხვავებით ტატუაჟისაგან).   ტუჩები ბუნებრიბვად გამოიყურება და  შეშუპება არ შეიმჩნევა.

 

რისთვის გვჭირდება პერმანენტული მაკიაჟი ?

 

კანქვეშ სხვადასხვა ფერის ბუნებრივი პიგმენტის შეყვანის გზით არა მხოლოდ მაკიაჟის ეფექტი მიიღწევა, არამედ საშუალება გვეძლევა, სახის ნაკლოვანებები დავმალოთ და ნაკვთების ვიზუალური კორექტირებაც მოვახდინოთ.

 

რამდენად  ხანგრძლივია  ეფექტი ?

 

პიგმენტები საიმედოდ ფიქსირდება კანში,  მიღწეული ეფექტი კი 3-5 წელი იქნება შენარჩუნებული.  ამ დროის შემდეგ პიგმენტი გაფერმკრთალდება და თანდათან გაიწოვება.

 

რატომ  გამოირჩევა პერმანენტული მაკიაჟი  ეფექტის ხანგრძლივობით ?

 

ფერის შენარჩუნების გარანტიით, ახასიათებს ჰომოგენურობა  -  ერთფეროვნება,  რაც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული ფერთა სიჭრელე.  პიგმენტს ასევე ახასიათებს ბუნებრივობა.  მაგალითისთვის: წარბის კონტური კეთდება ე.წ „თმის ეფექტით“ აპარატს აქვს ფერთა ფართო გამა, რაც ეხმარება სპეცილისტს გაითვაისწინოს თითოეული პაცინტის ინდივიდუალური მოთხოვნა და შეურჩიოს მათ, მათთვის სასურველი პიგმენტი.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?

 

პროცედურა 40 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება.  

პროცედურა კომფორტული და უმტკივნეულოა.

 

აქვს თუ არა ამ პროცედურას  გვერდითი მოვლენები ?

 

პერმანენტული მაკიაჟი არის ანტიალერგიული და გვერდითი მოვლენები არ აქვს.

 

მტკივნეულია თუ არა პროცედურა ?

 

პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით.

 

პაციენტის სტატუსი ?

 

პაციენტი პროცედურის დასრულებისთანავე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.


რა ეფექტი აქვს პროცედურას ?
 

 

ტუჩები დაყვანილია სასურველ ფერზე, რომელიც მოქმედებს მის სიდიდეზე.  პერმანენტული მაკიაჟი ძალიან კომფორტულია, მათთვის ვინც ატარებს სათვალეს ან ლინზებს.



კლინიკა მედის მომსახურება