პლაზმო ლიფტინგი -კანის გაახალგაზრდავება ტრომბოციტების დახმარებით.

პლაზმოლიფტინგი – კანის გაახალგაზრდავების უნიკალური მეთოდია.
პრეპარატად გამოიყენება ბუნებრივი რესურსი , რომელიც მდიდარია ტრომბოციტებით, რაც კანის რეგენერაციასა და აღდგენას უწყობს ხელს.


რა მეთოდი მოქმედებს  პლაზმო ლიფტინგის დროს ?
მეთოდი ითვალისწინებს ორგანიზმის ფარული რეზერვების გამოყენებას და სრულიად გამორიცხავს გართულებებს, რადგანაც ინექციის შემადგენლობა მზადდება ლაბორატორიულად, პაციენტის სისხლის პლაზმისაგან სხვა მინარევების გარეშე.


რა ასაკის ადამიანმა შეიძლება გაიკეთოს ეს პროცედურა ?
პლაზმის ინექცია მისაღებია და ეფექტურია ყველა ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის.

იწვევს თუ არა პროცედურა  გართულებებს ?
სრულიად გამორიცხულია იმუნოლოგიური (ალერგიული) რეაქციები.

რა შედეგი  აქვს ამ პროცედურას ?
პლაზმოლიფტინგის კურსის შედეგად კანი მნიშვნელოვნად უმჯობესდება გარეგნულად, ხდება უფრო ელასტიური და მკვრივი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - კანი არა მარტო გამოიყურება, არამედ ფუნქციონირებს ახალგაზრდულად.

სხეულის რა ზონაზეა  სასურველი ამ პროცედურის გაკეთება ?
თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის ინექციის გამოყენებით შესაძლებელია სხვადასხვა პრობლების გადაჭრა, რადგან პროცედურა სხეულის პრაქტიკულად ყველა ზონაზეა ეფექტური.

კონკრეტული ზონები:

  • ქუთუთოები
  • კანი თვალის ირგვლივ
  • სახის კანი
  • ყელი და დეკოლტე
  • ალოპეცია (სიმელოტე)
  • თმის ცვენა
  • წამწამებისა და წარბების ცვენა-გათხელება
  • ფეხის ტერფები.

შესაძლებელია სტომატოლოგიური პრობლემების მოგვარებაც:

  • აჩქარებს კბილის იმპლანტების შეგუება-შეთვისებას
  • ეფექტურია პაროდონტიტის დროს
  • ამაგრებს ღრძილებს

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?
პლაზმო ლიფტინგი კომფორტული პროცედურაა და მხოლოდ 30 წუთი გრძელდება. კურსი შეადგენს 4-6 პროცედურას 10-14 დღეში.მტკივნეულია თუ არა პროცედურა ? პროცედურა მტკივნეული არ არის და ანესთეზიას არ საჭიროებს.

რა უნდა გავითვალისწინო პროცედურის ჩატარებამდე?
პლაზმოლიფტინგი არ არის რეკომენდირებული იმუნოდეპრესიული მდგომარეობის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; პრო და ანტიკოაგუალანტების მიმართ ალერგიის შემთხვევაში; ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: სისხლის სისტემური დაავადებები, კანის ანთებითი დაავადებები, ჰეპატიტი, ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებები.



კლინიკა მედის მომსახურება