მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სახე » Ulthera - სახისა და სახეულის ლიფტინგი უნემსოდ

Ulthera - სახისა და სახეულის ლიფტინგი უნემსოდ

შეაჩერეთ სიბერე!

ინოვაციური ტექნოლოგია Ulthera - სახისა და სხეულის ლიფტინგი და გაახალგაზრდავება არაქირურგიული გზით!

  • უნემსოდ
  • სწრაფად
  • უსაფრთხოდ
  • სარეაბილიტაციო პერიოდის გარეშე

ასაკის მატებასთან ერთად მიმდინარეობს კანის ბიოლოგიური დაბერება , რაც განპირობებულია კანში არსებული კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოების მოდუნებით, განლევით. იცვლება კანის სტრუქტურა, კანი ხდება მოდუნებული , მიმდინარეობს დეფორმაციული ცვლილებები: დუნდება ოვალი ,  ჩნდება ნაოჭები .

Ulthera-ს  საშუალებით შესაძლებებლია დაბერების პროცესის შეჩერება მინიმუმ 2 წლით. პროცედურა არაინვაზიური და კომფორტულია, არ საჭიროებს გაუტკივარებას, არა აქვს რეაბილიტაციის პერიოდი , არ ახასიათებს სეზონურობა .

 

 

 

რა არის  ინოვაციური ტექნოლოგია Ulthera ?

ეს არის სახისა და სხეულის  ლიფტინგის უახლესი არაინვაზიური ტექნოლოგია, რომლითაც  ხდება მიკრო და მაკრო ფოკუსირება ულტრაბგერის საშუალებით.

ულტრაბგერითი ტალღები ჩადის კანის ღრმა შრეებში და ხდება კანის გაახალგაზრდავება უჯრედულ დონეზე, წვრილი ნაოჭების კორექცია , კანის ტონუსის ამაღლება, კანის ფერის გაუმჯობესება, ელასტიურ-კოლაგენური კარკასის აღდგენა, უმჯობესდება კანის სტრუქტურა, კანი მკვრივდება, ხდება ელასტიური , გამოიყურება ახალგაზრდად და ჯანსაღად. 

ბოლო თაობის ტექნოლოგია - Ulthera დაფუძნებულია მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებულ ულტრაბგერაზე . ენერგია აღწევს კანის სიღრმეში და  ხდება კოლაგენის ინტენსიური სინთეზი, რაც ასტიმულირებს უჯრედებს და  ლიფტინგის შედეგი შესამჩნევია პროცედურის დასრულებისთანავე.

კანის ზედაპირული და ღრმა ფენების კომბინირებული მკურნალობის გარდა, ტექნოლოგია Ulthera-თი შესაძლებელია ცალკეულ სამიზნე ზონებზე ფოკუსირება, ანუ შესაძლებელია მხოლოდ ზედაპირული შრეების ან კანის ღრმა ფენების მკურნალობა, რასაც ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

გარდა გამაახალგაზრდავებელი ლიფტინგ ეფექტისა  Ulthera ეფექტურად გამოიყენება ცელულიტის კომპლექსურ მკურნალობაში. პროცედურა მეტად ეფექტურია კომბინაციაში სხვა კოსმეტოლოგიურ პროცედურებთან .

 

რომელ ზონებზე არის შესაძლებელი პროცედურის ჩატარება?

პროცედურის ჩატარება შესაძლებელია მთლიან სახეზე და სხეულის შემდეგ ზონებზე: ყელი, მკლავები, იღლია, მუცელი, გვერდები, გალიფე, ბარძაყები.

 

რამდენ ხანში აქვს შედეგი  ტექნოლოგია Ulthera-თი მკურნალობას და რამდენხანს გასტანს ის ?

პროცედურა  გრძელდება 40 წუთი . პროცედურის დასრულებისთანავე შედეგი თვალშისაცემია, თუმცა საბოლოო შედეგი დგება 2-3 თვის შემდეგ.

მიღებული შედეგის ხანგრძლივობა არის 2 წელი.

პროცედურის ეფექტურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევებით.

 

რატომ არის ტექნოლოგია Ulthera  უნიკალური?

Ulthera არის უახლესი , ინოვაციური სამედიცინო ტექნოლოგია, რომელიც იყენებს  მიკრო და მაკრო ფოკუსირების ულტრაბგერას (MMFU) . პროცედურა არის უსაფრთხო,  სწრაფი და ეფექტური. Ulthera ისეთივე წარმატებით გამოიყენება სახეზე, როგორც სხეულზე,  განსხვავებით სხვა საშუალებებისგან რომლებიც იყენებენ მაღალი ინტენსივობის ფოკუსირებულ ულტრაბგერას.

Ulthera არის სერთიფიცირებული და კლინიკურად შემოწმებული ტექნოლოგია.

 

საუნივერსიტეტო კლინიკა მედი; ბათუმის ფილიალი; 

ტელ: 0422 27 77 88



კლინიკა მედის მომსახურება