მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სხეული » ზელტიკი-ლიპოსაქცია ოპერაციისა და რეაბილიტაციის გარეშე

ზელტიკი-ლიპოსაქცია ოპერაციისა და რეაბილიტაციის გარეშე

 

"კრიოსკულპტორი" ზელტიკისგან-ლიპოსაქცია ოპერაციისა და რეაბილიტაციის გარეშე.

.

 

მეცნიერების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ცხიმის უჯრედები განსაკუთრებით მგრძნობიარეა სიცივის მიმართ. ასეულობით პაციენტზე ჩატარებული კლინიკური ცდების შედეგად შეიქმნა უნიკალური აპარატი ზელტიკი  (ZELTIQ). 

ამ  პროცედურას კრიოლიპოლიზი  ეწოდება. ეს მეთოდი ყინავს და ანადგურებს ცხიმის უჯრედებს. პროცედურიდან  სამი საათის შემდეგ თქვენი სხეული უკვე ფორმაშია, მაგრამ ორიდან-ოთხი თვის შემდეგ, კრისტალიზებური ცხიმის უჯრედები აბსოლუტურად იშლება და ბუნებრივად გამოდის თქვენი ორგანიზმიდან.

კ

როგორი იქნება ჩემი შედეგი?

თითოეული  პროცედურის შემდეგ, საშუალოდ ცხიმების 20 %  მაინც მცირდება.  საბოლოო განმეორებითი პროცედურების ჩატარება ყოველთვის არ არის საჭირო . ზოგი პაციენტისათვის  ერთი პროცედურაც   საკმარისია.   თითოეუილ პაციენტისათვის დგება ინდივიდუალური პროგრამა.

კ                                                     გ

რა ხდება პროცედურისას?

ექიმთან ერთად ირჩევა მკურნალობის ზონა. ექიმი იწყებს აპარატურულ  პროცედურას. სამკურნალო ზონა მოექცევა ორი  პანელის შუაში, რომელიც წარმოშობს ყინვას. მგრძნობელობა შემდეგია: გრძნობთ როგორ იყინება და წნევის ქვეშ ექცევა კანქვეშა ქსოვილები.

ჯ

როგორია შეგრძნება?

პირველი წუთების განმავლობაში იგრძნობთ ყინვასა და ზეწოლას მონიშნულ ზონაზე, რომელიც მალე გაივლის. პროცედურისას დაწოლილ მდგომარეობაში იქნებით, რაც მოგცემთ საშუალებას წაიკითხოთ წიგნი, იმუშავოთ კომპიუტერში, ან თუნდაც დაიძინოთ. პროცედურა საკმაოდ კომფორტულია და გრძელდება ერთიდან სამ საათამდე.

არის თუ არა შესაძლებელი პროცედურის შემდეგ დავუბრუნდე ჩვეულ საქმიანობას?

რათქმაუნდა! პროცედურა არაინვაზიურია, შესაბამისად დაუყონებლივ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თქვენს ჩვეულ საქმიანობასა და ცხოვრების რეჟიმს. იშვიათ შემთხვევებში პაციენტს რჩება სიწითლე, დაჭიმულობა და დაბუჟება სამკურნალო ზონაზე, თუმცა ეს დროებითია.

ჰ                                                          ვ

გაყინვის უპირატესობები:

  • არანაირი კვეთა, არანაირი ნემსი.
  • უსაფრთხო, კომფორტული, მოსახერხებელი.
  • ბუნებრივი და ეფექტური.
  • კლინიკურად დამტკიცებულია.

როდის არის შესამჩნევი შედეგი?

თვალშისაცემი შედეგი, პროცედურიდან სამი კვირის შემდეგ ჩანს, ხოლო საბოლოო შედეგი ორ თვეში დადგება. თუმცა თქვენი ორგანიზმი 6 თვის განმავლობაში გააგრძელებს ცხიმების წვას სამკურნალო ზონის არეში.

საჭიროა თუ არა რაიმე მედიკამენტების მიღება  ან განსაკუთრებული დიეტის დაცვა?

კრიოსკულპტორის  პროცედურა არ საჭიროებს არანაირ მედიკამენტოზურ მკურნალობასა და განსაკუთრებულ დიეტას.

არის თუ არა  შედეგი მუდმივი?

პროცედურის შემდეგ, მკურნალობის ზონაში, ცხიმოვანის უჯრედები ქრება. მანამ, სანამ დაიცავთ ცხოვრების ჯანმრთელ წესს და არ მიიღებს კალორიულ საკვებს დიდი რაოდენობით, შედეგი იქნება ხანგრძლივი და სტაბილური.

წ

ჰ