მთავარი » მომსახურება » კოსმეტოლოგია » სხეული » ცხიმდამშლელი მეზოთერაპია აკვალექსი

ცხიმდამშლელი მეზოთერაპია აკვალექსი

ინტრალიპოთერაპია გამოიყენება ქსოვილებში ლოკალურად ცხიმის ჩალაგებისა და სხვადასხვა ხარისხის ცელულიტის სამკურნალოდ. ლიპოლიტიკური პრეპარატი, კერძოდ აკვალექსი ასტიმულირებს ქსოვილებში ლიმფოდრენაჟს, რითაც ხელს უწყობს ცხიმების დაშლას. პრეპარატში შემავალი კომპონენტები არეგულირებენ უჯრედულ მექანიზმებს, ძლიერდება ქსოვილთა ოქსიგენაცია, მიმდინარეობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესები. აკვალექსის მიერ დაშლილი პათოლოგიური ცხიმოვანი უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარებიან. ინტრალიპოთერაპიის დროს ხდება ცხიმოვანი უჯრედების მემბრანის განლევა, რაც ხელს უწყობს მთლიანად ცხიმოვანი კაფსულის დაშლას. რის შედეგადაც არასასურველი ცხიმი გამომყოფი სისტემითთ გამოიდევნება ორგანიზმიდან. პრეპარატ აკვალექსის უპირატესობაა ისიც, რომ მას გააჩნია გელისებრი სტრუქტურა და ორგანიზმზე სისტემურად არ ვრცელდება. მოქმედებს მხოლოდ ლოკალურად, პათოლოგიურ კერაზე. ალერგიული რეაქციების რისკი მინიმალურია.

ინტრალიპოთერაპია ქირურგიული ლიპოსაქციის ალტერნატიულ მეთოდადაც შეიძლება ჩაითვალოს, სულ რამდენიმე სეანსის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ სამუდამოდ განთავისუფლდეთ ჭარბცხიმიანობისაგან სხეულის ნებისმიერ ზონაზე


ფასები მომსახურება: