ჰიპერჰიდროზი

ჰიპერჰიდროზი

                                                     
პირველადი ჰიპერჰიდროზი - ეს არის ჭარბი ოფლდენა, რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე;

ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო გამოყენება,  მაგრამ  კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით - დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.

 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერჰიდროზი ?


ჰიპერჰიდროზი შეიძლება დაიწყოს მცირე მღელვარების დროსაც კი,  რომელსაც თავის მხრივ მოჰყვება გარკვეული სირთულეები. როდესაც ვსაუბრობთ ჰიპერჰიდროზზე,  უნდა განვასხვავოთ ორი მდგომარეობა  - ზოგადი და ლოკალურად მომატებული ოფლის გამოყოფა.  უმეტეს შემთხვევაში,  ჩვენ  ვგულისხმობთ  ლოკალურ,  ესენციალურ ჰიპერჰიდროზს.

როგორ შეიძლება მოუაროთ ამ პრობლემას?

 

ტექნოლოგია:  პრეპარატი  შეიყვანება პრობლემურ ზონაში (ხელი, იღლიის ფოსო, ხელის და ფეხის გულები) და ახდენს საოფლე ჯირკვლების ფუნქციის დროებით შეჩერებას.

 

რამდენ ხანში ჩანს ეფექტი ?


დაახლოებით 3 დღიდან 14 დღის განმავლობაში პრეპარატი აღწევს მისი ზემოქმედების მაქსიმალურ ვადას და ეფექტიც ნათლად ჩანს.  ეფექტი  ხანგრძლივობას ინარჩუნებს  6 თვიდან 12 თვემდე.

 

რამდენი ხანი გრძელდება პროცედურა ?


პროცედურა გრძელდება დაახლოებით 30-40წთ.

 

აქვს თუ არა პროცედურას  გვერდითი მოვლენები?


შესაძლოა ინექციების ადგილას გაჩნდეს წერტილოვანი სისხლჩაქცევები, რომელიც უკვალოდ ქრება 2-3 დღის განმავლობაში.

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება  ცხოვრების ჩვეულ რიტმს.