მეზოთერაპია

მეზოთერაპია  გაახალგაზრდავების ერთ-ერთი  ყველაზე ეფექტური  საშუალებაა. 

მეზოთერაპიის დროს კანში სპეციალური აპარატის მეშვეობით შეყავთ  კოქტეილი.

ამისათვის შერეულია სპეციალური კომპონენტები რომელიც შეიცავს ვიტამინებს , მინერალებს, ამინომჟავას, ანტიოქსიდანტს.

ინექციის შეყვანის დროს იზრდება სისხლის მიმოქცევა, და  ხდება კანის სტრუქტურის აღდგენა.

 

რას გვთავაზობს კლინიკა მედი ?


კლინიკა "მედი"–ში  გთავაზობთ  როგორც მანუალური , ასევე აპარატურული მეზოთერაპიის კურსს.მეზოთერაპია არის კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მკურნალობის მეთოდი. პროცედურის დროს  კანის ზედაპირულ შრეში შეყავთ  ცალკეული პრეპარატები ან სპეციალური კოქტეილი.

კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს,  მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.

მანუალური მეზოთერაპია  –  მანუალური მეზოთერაპიის დროს ინექციები წვრილი ნემსით 1,5-4 მმ სიღრმეზე კეთდება. ეს ზუსტი,  ფაქიზი  სამუშაოა, რადგან მანიპულაციები ხორციელდება ყველაზე დელიკატურ ზონებში (ქუთუთოები, სახე, კისერი, ხელის მტევანი).

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე. თავად პროცედურა საკმაოდ მარტივად  უმტკივნეულოდ და უსისხლოდ მიმდინარეობს.

 


სხეულის  რა ადგილებში კეთდება ეს პროცედურა ?


პროცედურა კეთდება  (სახის, ყელის და დეკოლტესა და ხელებზე )

 მეზოეკლატი – ეს არის ზედაპირული პილინგისა და მეზოთერაპიის კომბინაცია, რითაც მკვეთრად გამოხატულ გამაახალგაზრდავებელ ეფექტს აღწევენ. პროცედურა იწყება ულტრაბგერითი პილინგით. შედეგად, კანი უფრო მეტად შეღწევადი ხდება ყველა იმ პრეპარატისთვის, რაც პროცედურის მიმდინარეობისას გამოიყენება.

რა შედეგი აქვს ამ პროცედურას?


მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს,  აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს სასიამოვნო ელფერს და დაიშლება ცელულიტი.


რა არის მანუალური მეზოთერაპია ?


ესთეტიკური მედიცინის ცენტრი “მედი”–ს  ექიმები მეზოთერაპიის კურსის ჩატარებისას იყენებენ  მსოფლიოს წამყვანი კოსმეტოლოგიური ფირმების წარმოებულ პრეპარატებსა და კოქტეილებს.


რამდენ ხანში იგრძნობა ეფექტი ?


პროცედურის დასრულებისთანავე კანი ლამაზი, ხავერდოვანი და ელასტიური ხდება.  კურსი მოიცავს  8-15 პროცედურას,  კვირაში ერთხელ - სახეზე, ორჯერ – სხეულზე.  მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად,  პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია.


გვერდითი მოვლენები ?


მეზოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ ახლავს.


რამდენად მტკივნეულია ეს პროცედურა?


პროცედურა ანესთეზიას  არ საჭიროებს.

პროცედურის დასრულებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების  ჩვეულ რიტმს.