მთავარი » მომსახურება » ლაზერული ეპილაცია

ლაზერული ეპილაცია

რა არის ლაზერული ეპილაცია?
ლაზერული ეპილაცია არის უმტკივნეულო, უსაფრთხო და სწრაფი საშუალება არასასურველი თმის მოსაშორებლად.

ეპილაცია ალექსანდრიტის ლაზერით

რა ეფექტი აქვს ლაზერულ ეპილაციას?

პროცედურის ეფექტრურობა დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე.განსაკუთრებით სწრაფად - 2-3 პროცედურაში თმა თითქმის ქრება იღლიის, ბიკინის, კიდურების, წელის, მუცლის და მკერდის არეში. სახის არეში კი დაახლოებით 5-10 პროცედურას საჭიროებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ პროცედურის ჩატარებამდე?
არანაირი წინასწარი მომზადება არ არის საჭირო, პროცედურა ცოტა დროს მოითხოვს.

ლაზერული ეპილაციის შედეგი?
ეპილაციის პროცედურა კომფორტულია, რადგან ტარდება კანის დაზიანების გარეშე, და რაც მთავარია, მიღებული შედეგი ძალზე ეფექტურია.

ლაზერული ეპილაციის შედეგი

როგორ უნდა მოუაროთ თავს პროცედურის შემდეგ?

12 სათის განმავლობაში არ მივიკაროთ წყალი. არ არის სასურველი გარუჯვა, სოლარიუმი 2 კვირის განმავლობაში. ზაფხულში, მზეზე გასვლისას 2 კვირის განმავლობაში გამოიყენეთ მზისგან დამცავი.

რამდენად მტკივნეულია პროცედურა? 
პროცედურა ანესთეზიას არ საჭიროებს, რადგან აპარატში დამონტაჟებულია უნიკალური გამაგრილებელი სისტემა, რაც პროცედურის უსაფრთხოების გარანტიაა.

რა განსხვავებაა ლაზერს, ელექტრო ეპილაციასა და ფოტოეპილაციის ანუ (IPL)-ს შორის?
ლაზერული ეპილაცია გაცილებით სწრაფია და უმტკივნეულო. ელექტრო ეპილაციის დროს თმის მოშორება ხდება ცალ-ცალკე თითოული თმის ღერის მოშორებით, რაც თავისთავად დიდ დროს მოითხოვს და საკმაოდ მტკივნეულია. ლაზერი კი იმპულსურად, რამოდენიმე თმას ერთდროულად აშორებს და ამის გამო საკმაოდ სწრაფი და შედარებით უმტკივნეულოა.

რა ლაზერით სარგებლობს კლინიკა “მედი”?
ჩვენ ვსარგებლობთ მეოთხე თაობის ალექსანდრიტის ლაზერით, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია ჩვენ პაციენტებს დაუჯერებელ შედეგებს აძლევს.

კანის ზედაპირი არ ზიანდება, ხდება რამოდენიმე ფოლეკულაზე ერთდროულად ზემოქმედება (თმის მოშორება შედარებით დიდი ზონიდან დროის მოკლე პერიოდში), უმტკივნეულო პროცედურაა. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 5-10 პროცედურის შემდეგ პაციენტების 90% სამუდამოდ თავისუფლდება არასასურველი თმისაგან.


შეიტყვეთ დაწვრილებით ლაზერული ეპილაციის შესახებ
გადაცემა "ექიმები" - ლაზერული ეპილაცია