მთავარი » მომსახურება » ლაზერული ეპილაცია » ფორამინოტომია წელის დონეზე

ფორამინოტომია წელის დონეზე

ოპერაციის ჩვენება

ლუმბაგო (ტკივილი წელის არეში), გადაცემითი ხასიათის ტკივილი ქვედა კიდურში ან კიდურებში. მგრძნობელობის მოშლა და სისუსტე ქვედა კიდურში ან კიდურებში.

განმარტება

ოპერაცია გულისხმობს დაზიანებული ნერვის დეკომპრესიას მალთაშუა ხვრელის (ხერხემლის არხიდან გამოსვლის) დონეზე.

შედეგი

ოპერაციის შედეგი ჩანს ოპერაციის დასრულებისთანავე, რაც გულისხმობს ტკივილის სრულ კუპირებას. სისუსტე ან მგრძნობელობის მოშლა რეგრესირებს 3-6 თვის განმავლობაში და დამოკიდებულია ნერვული სტრუქტურების დაზიანების ხარისხზე. ოპერაციული მკურნალობით შესაძლებელია სრული განკურნება, როდესაც სხვა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები უეფექტოა ან იძლევა ხანმოკლე ეფექტს. 

ტექნოლოგიები

ნეირონავიგაციის თანამედროვე სისტემები, კერძოდ ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელი, მიკროსკოპი და თანამედროვე მიკროქირურგიული ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა ოპერაციული ჩარევა განხორციელდეს მინიმალური ინვაზიით (განაკვეთი 2-3სმ), მაქსიმალურად მცირე დროში.

ხანგრძლივობა

ოპერაცია მიმდინარეობს 1,5-2 საათამდე. 

გვერდითი მოვლენები

მინიმალური ინვაზიური ჩარევა საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ოპერაციის შემდგომი გართულებები და პაციენტი მაქსიმალურად მცირე დროში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

პაციენტის სტატუსი

კლინიკა "მედი"–ში ოპერაციული ჩარევის შემდეგ პაციენტი თავსდება განყოფილებაში. მკურნალობა სტაციონარულ რეჟიმში გრძელდება 1-3 დღე. ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეკომენდირებულია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა 1 თვის განმავლობაში.

ოპერაცია

ოპერაცია ხორციელდება უკანა მიდგომით. ფლეოროგრაფიული კონტროლით ხდება საოპერაციო დონის წინასწარი განსაზღვრა, რაც საშუალებას იძლევა, სულ რაღაც 2–3 სმ–ის განაკვეთით შესაბამისი დისკის საპროექციო არეში გაკეთდეს ოპერაციული მიდგომა. ფორამინოტომიის (ხერხემლის არხის გახსნა) საშუალებით ხორციელდება ფესვის დეკომპრესია აღნიშნულ დონეზე. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ მალთაშუა დისკი ფესვის კარგი დეკომპრესიის პირობებში. ელექტროდანის გამოყენებით მიიღწევა ფასციებისა და პრავერტებრალური კუნთების მინიმალური ტრავმატიზაცია. ავადმყოფი საოპერაციო მაგიდაზე იმყოფება ნახევრად მჯდომარე პოზიციაში, რაც საშუალებას იძლევა, გაკეთდეს ფესვის დეკომპრესია. ინტრალამინარული ოპერაცია კეთდება მიკროინსტრუმენტების საშუალებით. 

ანესთეზია

ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.