მთავარი » მომსახურება » ლაზერული ეპილაცია » მალთაშუა თიაქრის ოპერაცია

მალთაშუა თიაქრის ოპერაცია – მალთაშუა დისკის ნუკლეოპლასტიკა კობლაციური მეთოდით

ოპერაციის ჩვენება

ლუმბაგო (ტკივილი წელის არეში), ცერვიკალგია (ტკივილი კისრის არეში), გადაცემითი ხასიათის ტკივილი კიდურში ან კიდურებში, მგრძნობელობის მოშლა და სისუსტე კიდურში ან კიდურებში.

განმარტება

ოპერაცია გულისხმობს დაზიანებული დისკის ზომებში შემცირებას, რომელსაც თან ახლავს თიაქრის გაქრობა. აღნიშნული მიიღწევა დისკის ვაპორიზაციით.

შედეგი

ოპერაციის შედეგი ჩანს ოპერაციის დასრულებისთანავე, რაც გულისხმობს ტკივილის სრულ კუპირებას. სისუსტე ან მგრძნობელობის მოშლა რეგრესირებს 3-6 თვის განმავლობაში და დამოკიდებულია ნერვული სტრუქტურების დაზიანების ხარისხზე. ოპერაციული მკურნალობით შესაძლებელია სრული განკურნება, როდესაც სხვა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები უეფექტოა ან იძლევა ხანმოკლე ეფექტს.

ტექნოლოგიები

ოპერაცია ხორციელდება სპეციალური აპარატით. ნეირონავიგაციის თანამედროვე სისტემის, კერძოდ ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელის საშუალებით კეთდება კათეტერიზაცია. ოპერაციული ჩარევა ხორციელდება განაკვეთის გარეშე.

ხანგრძლივობა

ოპერაცია მიმდინარეობს 20-30 წუთი.

გვერდითი მოვლენები

მინიმალური ინვაზიური ჩარევა საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ოპერაციის შემდგომი გართულებები და პაციენტი მაქსიმალურად მცირე დროში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

პაციენტის სტატუსი

ოპერაციული ჩარევის შემდეგ, სულ რაღაც 2 საათში პაციენტი იწერება ამბულატორიულ მკურნალობაზე. ოპერაციის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებული შეზღუდვები არ არსებობს.

ოპერაცია

ფლეოროგრაფიული კონტროლით ხდება საოპერაციო დონის წინასწარი განსაზღვრა, რის შემდეგადაც ხორციელდება დისკის კათეტერიზაცია. კათეტერის გავლით დისკში თავსდება ელექტროდი, რომელიც ამცირებს დისკს ზომებში. აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, შევინარჩუნოთ მალთაშუა დისკი ფესვის კარგი დეკომპრესიის პირობებში.

ანესთეზია

<ოპერაცია ტარდება ადგილობრივი გაუტკივარების პირობებში.