მთავარი » მომსახურება » ლაზერული ეპილაცია » მიკროდისკექტომია ენდოსკოპით

მიკროდისკექტომია ენდოსკოპით

ნეიროქირურგია

ნეიროქირურგია გულისხმობს ოპერაციულ მკურნალობას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე.

შედეგი

ოპერაციული მკურნალობით შესაძლებელია სრული განკურნება, როდესაც სხვა ალტერნატიული მკურნალობის მეთოდები უეფექტოა ან იძლევა ხანმოკლე ეფექტს. ოპერაციის შედეგი ჩანს ოპერაციის დასრულებისთანავე. 

ტექნოლოგიები

ნეირონავიგაციის თანამედროვე სისტემები, კერძოდ ელექტრო-ოპტიკური გარდამქმნელი, მიკროსკოპი და თანამედროვე მიკროქირურგიული ინსტრუმენტები საშუალებას იძლევა, ოპერაციული ჩარევა განხორციელდეს მინიმალური ინვაზიით (განაკვეთი 2-3სმ), ზოგიერთ შემთხვევაში განაკვეთის გარეშეც (მალთაშუა დისკის კათეტერიზაცია).

ხანგრძლივობა

ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ოპერაციის სირთულეზე და გრძელდება 20-30 წუთიდან 1,5-2 საათამდე.

გვერდითი მოვლენები

მინიმალური ინვაზიური ჩარევა საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად შემცირდეს ოპერაციის შემდგომი გართულებები და პაციენტი მაქსიმალურად მცირე დროში დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს. 

პაციენტის სტატუსი

მცირე ინვაზიური ჩარევა ხორციელდება ამბულატორიულ რეჟიმში, სხვა შემთხვევაში პაციენტის მკურნალობა სტაციონარულ რეჟიმში გრძელდება 1-3 დღე.

ანესთეზია

ძირითადად ოპერაციები კეთდება ზოგადი გაუტკივარების ფონზე, გარკვეული ოპერაციები მიმდინარეობს ადგილობრივი გაუტკივარებით.