ბრაზილიური ძაფები

ბრაზილიური ძაფების დახმარებით შესაძლებელია გამოსწორდეს სახის ისეთი ”დაშვება” , რაც უკვე ოცდაათი წლის ასაკიდან ვითარდება, კანის შემაერთებელი ქსოვილისა და ელასტიური ბოჭკოების ასაკობრივი დაზიანების გამო. ამ პერიოდისთვის სახეზე უკვე განვითარებას იწყებს სხვადასხვა სახის ნაოჭი და ნაკეცი, რომელიც დროთა განმავლობაში ღრმავდება.

ძაფებს გააჩნია სპეციალური, მიკროსკოპული ”ფხები”, რომლებიც უზრუნველყოფს სახის რბილი ქსოვილების ფიქსაციას აწეულ  მდგომარეობაში.

რა ასაკში შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია ?

ოპერაცია  შეიძლება გაიკეთოს 30-დან 60 წლამდე ასაკის (როგორც ქალმა , ასევცე მამაკაცმა), რომელსაც არ სურს ტრადიციული ან ენდოსკოპიური ფეისლიფტის (სახის დაჭიმვის) ოპერაციის გაკეთება.

რა ადგილებში გამოიყენება ბრაზილიური ძაფები ? 

●  დაშვებული ლოყები, სახე ;

●  წარბების გარეთა კუთხეების დაწევა ;

●  ორმაგი ღაბაბი, კისრის მოდუნებული, მოშვებული კანი ;

●  მოშვებული მუცელი, დუნდულები, მხრები, ბარძაყის შიგნითა ზედაპირები.

რა მეთოდს იყენებს კლინიკა „მედი“ ?

კლინიკა “მედი” – ს სპეციალისტებმა ევროპაში გაიარეს კვალიფიკაცია და წარმატებით იყენებენ ამ უნიკალურ მეთოდს. სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული ძაფებით, ყოველგვარი გაკვეთის, ნარკოზის,  ნაწიბურის გარეშე,  ადვილად შესაძლებელია შუბლის, წარბის, სახის ოვალის, ნიკაპის, კისრის, მუცლის და დუნდულების კორექცია.

რამდენ ხანში ვხედავთ ეფექტს ?

ბრაზილიური ძაფების უპირატესობა,  მომენტალური შედეგია. ნახევარ საათში გადაიჭიმება ზედა ქუთუთოს, ყვრიმალების, ცხვირ-ტუჩის კანი, შორდება ორმაგი ღაბაბი. დუნდულები პაციენტის თვალწინ აიწევა და კანი  უფრო მკვრივი გახდება.

რამდენად ხანგრძლივია ეფექტი ?

დაჭიმვის   ეფექტი  ხანგრძლივობას ინარჩუნებს   1-5 წლის განმავლობაში.  რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, შედეგიც უფრო ხანგრძლივია,  შემდეგ შეიძლება მისი გამეორება.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია?

ოპერაცია გრძელდება 1-2 საათამდე რაც  ზონის სიდიდეზეა დამოკიდებული.
პროცედურის დასრულებიდან პაციენტმა შეიძლება ერთი დღე გაატაროს კლინიკა "მედი"–ში. 

აქვს თუ არა ოპერაციას  გვერდითი მოვლენები ?
ოპერაციის შემდეგ შესაძლებელია შეშუპება და მცირედი სისხლჩაქცევები ნაოპერაციებ არეში, რომელიც 1-2 კვირაში გაივლის.