მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » სახე » ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა განმარტება

ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა განმარტება

 

ყურის ნიჟარის პლასტიკა - ოტოპლასტიკა 

ყურის პლასტიკა – ოტოპლასტიკა არის ყურის ნიჟარის ფორმისა და ზომის მაკორექტირებელი ოპერაცია, რომელიც იძლევა, ყურის ფორმის შეცვლის საშუალებას.   

ასევე კეთდება   ნიჟარების პლასტიკა: ყურის ნიჟარის „დგომის“ გასწორება, ნიჟარის შემცირება, ბიბილოს კორექცია. 

რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს ეს ოპერაცია?

ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს 16 წლის ასაკიდან.

რას ითვალისწინებს ოტოპლასტიკა ?

●  ოტოპლასტიკა ითვალისწინებს შემდეგი სახის ოპერაციებს: 

●  გამოწეული ყურების კორექცია

●  ყურის ნიჟარის დეფორმაციისა და ზომის კორექცია

●  ყურის ბიბილოს ზომისა და ფორმის კორექცია

●  ყურის ბიბილოსა და ნიჟარის არარსებობის შემთხვევაში მათი შექმნა.

რა მეთოდით კეთდება ეს ოპერაცია კლინიკა „მედი“- ში ?
გამოწეული ყურების შემთხვევაში განაკვეთი ყურის უკანაა, ამიტომ ნაწიბური არასოდეს ჩანს. ოპერაციის შემდეგ კი ყური ბუნებრივად გამოიყურება.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ? 
ყურის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობას ჩატარებული სამუშაოს მოცულობა განსაზღვრავს და დაახლოვებით 1 საათი გრძელდება.

რა  გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს ოპერაციის შემდეგ?
ყურის პლასტიკა ოპერაციის შემდგომ დღეებში შეიძლება აღინიშნოს ყურების შეშუპება, პატარა  სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ.

რამდენი ხანი გრძლდება სარეაბილიტაციო პერიოდი ?
პაციენტი ყურის პლასტიკის ოპერაციის შემდგომ იმავე დღეს ეწერება კლინიკიდან. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2 დღეში. მეორე დღიდან შესაძლებელია “აბადოკის„ ტარება, რომელიც 2 კვირის განმავლობაშია სატარებელი, შემდგომ კიდევ 2 კვირა მხოლოდ ღამით.


ყურის პლასტიკის ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარებით.