ქუთუთოების პლასტიკა – ბლეფაროპლასტიკა

ქუთუთოების პლასტიკა – ბლეფაროპლასტიკა

ბლეფაროპლასტიკა ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკური ოპერაციაა. იგი გამოიყენება ქუთუთოზე ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოსაშორებლად და თვალის ფორმის შესაცვლელად. ბლეფაროპლასტიკა შეიძლება ჩატარდეს როგორც ზედა, ასევე ქვედა ქუთუთოზე .

ბლეფაროპლასტიკა უზრუნველყოფს:

●  ქუთუთოზე ზედმეტი კანის მოშორებას

●  ქვედა ქუთუთოზე ე.წ. “ტომრების” მოცილებას

●  თვალის ჭრილის ირგვლივი კუნთის გამაგრებას

●  წარბებისა და თვალის გარეთა კუთხეების აწევას

●  თვალის ჭრილის შეცვლას.


რჩება თუ არა ნაწიბური ოპერაციის შემდეგ ?

ნაწიბური ოპერაციის შემდეგ შეუმჩნეველი რჩება. 
ზედა ქუთუთოს კორექციის დროს ნაწიბური ბუნებრივ ნაოჭში რჩება, ქვედა ქუთუთოს კორექციის შემთხვევაში განაკვეთი წამწამების ხაზის პარალელურად მიემართება. ორივე შემთხვევაში ნაწიბური პრაქტიკულად შეუმჩნეველია. ოპერაციის შედეგად ხდება როგორც ზედმეტი კანის, ასევე ცხიმოვანი “თიაქრების” მოშორებაც. ბლეფაროპლასტიკასთან ერთად ხშირად კეთდება სახის დაჭიმვა და წარბების აწევაც.

 

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ? 

ქუთუთოების ოპერაციის ხანგრძლივობას, განსაზღვრავს  ჩატარებული სამუშაოს მოცულობა და დაახლოვებით 1-2 საათი გრძელდება.
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

 

რა უნდა გავითვალისწინოთ ოპერაციამდე ? 

ქუთუთოების ოპერაცია რეკომენდირებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური(ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს.

 

რამდენი ხანი გრძელდება სარეაბილიტაციო პერიოდი ?

პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში. სილურჯე ქუთუთოებზე შესაძლოა დარჩეს 2-3 კვირის განმავლობაში.
ოპერაციის შემდგომ დღეებში აღინიშნება ქუთუთოების შეშუპება, სიხლჩაქცევები, რომელიც თავისთავად გაივლის. ნაკერები იხსნება 4-5 დღის შემდეგ. მძიმე ფიზიკური დატვირთვა 2-4 კვირითაა შეზღუდული.