მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » სახე » ცხვირის პლასტიკა - რინოპლასტიკა

ცხვირის პლასტიკა - რინოპლასტიკა

ცხვირის პლასტიკა - რინოპლასტიკა

ცხვირის პლასტიკა არის ოპერაცია, რომლის მიზანს ცხვირის ფორმისა და ზომის კორექცია წარმოადგენს. რინოპლასტიკა აერთიანებს ორ მიმართულებას – ესთეტიკურს (გარეგან დეფორმაციათა კორექცია) და რეკონსტრუქციულს (ნორმალური სუნთქვის უზრუნველსაყოფად შინაგან სტრუქტურათა აღდგენა).

ცხვირის პლასტიკის შედეგად შესაძლებელია, როგორც ცხვირის ზომების შემცირება მთლიანად, ასევე მისი რომელიმე ნაწილის კორექციაც. ოპერაციის დროს შესაძლებელია ცხვირით სუნთქვის ფუნქციის გაუმჯობესებაც.

 

რამდენ ხანშია შესაძლებელი შედეგის ნახვა?

პირველადი შედეგის ნახვა 1 კვირის შემდეგ არის  შესაძლებელი. 

 

რა ტიპის ცხვირის ოპერაციებს გვთავაზობს კლინიკა „მედი “ ? 

●  ცხვირის დეფორმაციისა და ასიმეტრიის კორექცია

●  კეხის მოცილება

●  ცხვირის წვერის ფორმის კორექცია, აწევა, დაწევა, შევიწროება

●  ცხვირის ფრთების ფორმისა და ზომის კორექცია

●  ნესტოების ფორმისა და ზომის კორექცია

●  პოსტტრავმული ან პოსტოპერაციული, ე.წ. “უნაგირა ცხვირის” დეფორმაციის კორექცია

 

რინოპლასტიკა შესაძლებელია იყოს როგორც ღია, ასევე დახურული, რასაც განაპირობებს კონკრეტულად არსებული პრობლემა.  ღია რინოპლასტიკით შესაძლებელია ცხვირის პრაქტიკულად ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, მაშინ, როდესაც დახურული მეთოდი ამის საშუალებას არ გვაძლევს. იმ დროს, როდესაც განაკვეთებში სხვაობა მინიმალურია.


ოპერაციის წინა პერიოდში  ყველა პაციენტს უტარდება კომპიუტერული მოდელირება, რაც ცხვირის ფორმის შერჩევაში გვეხმარება და ექიმსა და პაციენტს შორის გაუგებრობას გამორიცხავს.

 

 რამდენი ხანი გრძელდება  ოპერაცია?

ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ოპერაციის სირთულიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება.
ცხვირის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. მსუბუქ შემთხვევებში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებაც.

 

რა  გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ოპერაციას? 
ცხვირის პლასტიკის ოპერაციის შემდგომ პერიოდში აღინიშნება ცხვირისა და მიმდებარე ქსოვილების შეშუპება, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში სისხლჩაქცევები ქუთუთოებზე, რომლებიც თავისთავად გაივლის 1-2 კვირის განმავლობაში. შეშუპების გაქრობასთან ერთად, ცხვირის ფორმა დროთა განმავლობაში უმჯობესდება და 1–2 თვის შემდეგ საკმაოდ დახვეწილია, ხოლო საბოლოო შედეგების შეფასება ხდება ოპერაციიდან 1 წლის შემდეგ, როდესაც ცხვირის ფორმირება დასრულებულია და მას მიღებული აქვს საბოლოო სრულყოფილი ფორმა.

 

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი ?

პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ. თაბაშირის ნახვევი საჭიროა 5-7 დღის განმავლობაში მუდმივად, შემდგომ ღამის განმავლობაში 1 თვე. ტამპონების საჭიროების შემთხვევაში, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"-ში არსებული თანამედროვე მიდგომების საშუალებით, მათი ამოღება აბსოლუტურად უმტკივნეულოა. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 5-7 დღის შემდეგ. 1 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.