სახის დაჭიმვა

სახის დაჭიმვა 



სახის დაჭიმვა (რითიდექტომია) არის ოპერაცია, რომლიც გამოიყენება სახისა და ყელის მიდამოს ასაკობრივი ცვლილებების შესამცირებლად. ამ ოპერაციის შედეგად სახისა და ყელის დაშვებული ქსოვილები უბრუნდება  თავის საწყის მდგომარეობას.

ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბრძლო იარაღი სახის კანთან.

რა მიზნით კეთდება ეს ოპერაცია?

ოპერაცია საჭიროა მათთვის, ვისაც აღენიშნება სახისა და ყელის კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაშვება. აღნიშნული ცვლილებები ვითარდება ძირითადად 40 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ. ამ ასაკამდე ოპერაციულ ჩარევას უხშირეშად სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურები ცვლის. რაც უფო მეტად არის გამოხატული ასაკობრივი ცვლილებები სახეზე, მით მეტად იქნება შესამჩნევი ოპერაციის ეფექტი. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად, ასაკობრივი ცვლილებებიც სხვადასხვა ასაკში ვლინდება. სახეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ს  მაღალკვალიფიციური პლასტიკური ქირურგები სამ ზონად ყოფენ. ზედა მესამედი(შუბლი და წარბები),  შუა მესამედი(ლოყები, ცხვირ–ტუჩის ნაოჭი, პირის ირგვლივი არე) და ქვედა მესამედი (ქვედა ყბის ხაზი, ყელი, ყბის ქვეშა არე). თითოეულ ამ არეზე შესაძლებელია, როგორც ცალკეული ოპერაციებით ზემოქმედება, ასევე ყველაზე ერთდროულად ოპერაციის წარმოება. ხშირად სასურველი შედეგის მისაღწევად სახის დაჭიმვასთან ერთად აუცილებელია, ზედა და ქვედა ქუთუთოების პლასტიკა, წარბების აწევა, ლიპოსაქცია ან ლიპოფილინგი.  ამ პროცედურების შეუღლებით შესაძლებელი ხდება ესთეტიურად სასურველი ლამაზი სახის ნაკვთების მიღება.


როგორ მიმდინარეობს ოპერაცია ?  

სახის დაჭიმვის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.  მინი ფეის ლიფტინგის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენება.

სახის დაჭიმვა შესაძლოა იყოს მინი და სრული.

სახის დაჭიმვის სრული მოცულობით  შესრულების შემთხვევაში განაკვეთი რჩება თავის თმიან ნაწილში, ყურის წინ კი ის ბუნებრივ ნაოჭებში იმალება. ოპერაციის დროს ხდება კანისა და კანქვეშა კუნთოვან აპონევროზული შრის მობილიზება.  ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ კანის დაჭიმვით რეზულტატი შედარებით ხანმოკლე და არასტაბილურია. კანქვეშა შრის დაჭიმვა კი კანს უქმნის მტკიცე კარკასს, რომელიც ხანგრძლივად ინარჩუნებს შედეგს. ამ ოპერაციის დროს შესაძლებელია ნიკაპქვეშა არეში მცირე განაკვეთიდან ორმაგი ღაბაბის მოშორებაც, ასევე ყელის მიდამოს ლიპოსაქციის წარმოებაც. შედარებით ახალგაზრდა პაციენტებში შესაძლებელია შემოვიფარგლოთ მინი ფეის ლიფტინგით, რომელიც მიმართული იქნება მხოლოდ ერთი უბნის პრობლემების გამოსწორებაზე.
სახის დაჭიმვის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე 2-5 საათია.

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი ? 

ოპერაციის შემდგომ ჭრილობაში რჩება დრენაჟები, რომელთა ამოღება ხდება 1-2 დღის შემდეგ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ნაოპერაციებ არეში აღინიშნება კანის მგრძნობელობის მოშლა, შეშუპება, რომლებიც თანდათან თავისთავად გაივლის.
პაციენტი ეწერება კლინიკა "მედი"–დან 1 დღის შემდგომ. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ. 1 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვითვა.

რამდენი ხანი გრძელდება ეფექტი ?

ეფექტის ხანგრძლივობა  ინდიდვიდუალურია  დაახლოვებით 5 -10 წელი გრძელდება . ეს პროცედურა არ მოითხოვს დიდ ხნიან სარეაბილიტაციო პერიოდს.

საბოლოო შედეგი  შეისამჩნევია 3- 4 თვეში.