კონტურული ლიპოსკულპტურა-ლიპოფილინგი

კონტურული ლიპოსკულპტურა-ლიპოფილინგი  

ეს არის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვა იმ მიდამოებში სადაც აღინიშნება მათი ნაკლებობა. ის ეფექტურია, სახის სხვადასხვა მიდამოს მოცულობის მოსამატებლად, როგორიცაა, ყვრიმალები, ნიკაპი, ასევე ნაოჭებისა და ნაკეცების ამოსავსებად.  ცხიმოვან კონგლომერატებს იღებენ სპეციალური კანულების მეშვეობით,    პრობლემური ზონებიდან (დუნდულები, მუცელი, თეძო)    ამუშავებენ სპეციალური მეთოდით და შეყავთ კანქვეშ, წინასწარ განსაზღვრულ ადგილას, შპრიცის მეშვეობით.
სხეულის ფორმის კორექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საკუთარი ცხიმოვანი უჯრედები, რომლებიც მიღებულია პრობლემური ზონებიდან ლიპოასპირაციით.
ჩვენს კლინიკაში ამ ოპერაციით,  შესაძლებელია სასურველი და მრავალწლიანი ეფექტის მიღება.

რა შედეგი აქვს ამ პროცედურას ?
ლიპოფილინგის საშუალებით შესაძლებელია ორმაგი ეფექტის მიღება,  გარკვეული,  ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის შემცველი უბნების ზომის შემცირება და შედარებით ჩავარდნილი უბნების შევსება. მაგალითად დუნდულების ან მუცლის დაპატარავება და მკერდის ან ტუჩის გადიდება, ცხვირ-ტუჩის ნაოჭის შევსება. ეს ყველაფერი კი მაქსიმუმ 0,5 სმ–იანი განაკვეთებით. ლიპოფილინგი გამოიყენება:

●  ჩავარდნილი ლოყების, პატარა ნიკაპის, ნაკლებად გამოკვეთილი ყვრიმალების კორექციისთვის
●   ღრმა ნაოჭების (ცხვირ-ტუჩის ნაოჭის, წარბებსშორისი ნაოჭის გასასწორებლად)
●   ხელის მტევნების კომპლექსური გაახალგაზრდავების დროს
●   წვივებისა და დუნდულების ფორმის შეცვლისა და გადიდებისთვის
●   მკერდის ფორმის კორექციისთვის
●  არასწორად წარმოებული ლიპოსაქციის შედეგად კანის რელიეფის დეფორმაციის შესავსებად.

როგორ ტარდება ლიპოსაქცია კლინიკა „მედი“- ში 
ქსოვილების იმპლანტაციისთვის ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში შემუშავებულია ცხიმოვანი ქსოვილის მიღებისა და მისი შემდგომი გადამუშავების სპეციალური მეთოდი, რომელიც გულისხმობს ცხიმოვანი უჯრედების შეთავსების მაღალ პროცენტს გარშემო მდებარე ქსოვილებთან და, შესაბამისად, ხანგრძლივ კოსმეტიკურ ეფექტს იძლევა.

ვის შეიძლება ჩაუტარდეს ლიპოფილინგი ? 
ოპერაცია რეკომენდებული არა არის შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური(ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს. 

საჭიროებს თუ არა პრცედურა  ანესთეზიას ? 
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.
პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში.