ლიპოსაქცია

რა არის ლიპოსაქცია ? 
ლიპოსაქცია ცხიმოვანი ქსოვილის მოშორების მეთოდია, რომელიც იძლევა ფიგურის კორექციის რეალურ შესაძლებლობას კანის დაზიანების გარეშე. ლიპოსაქცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო პროცედურაა, მას წელწადში ნახევარ მილიონამდე ადამიანი იკეთებს.

რა ეფექტი აქვს ამ პროცედურას?

ლიპოსაქციის საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოიშოროთ ცხიმის ჭარბი  რაოდენობა იმ უბნებში, რომლებიც თქვენ გაწუხებთ. ლიპოსაქციის შემდგომ არეში, საიდანაც ამოღებულია ცხიმი, ის წონის მომატების შემთხვევაშიც კი ნაკლებად დაგროვდება.

როგორ ტარდება კლინიკა „მედიში“  ეს პროცედურა ?                                                      

კლინიკა  „მედი“ ფლობს ლიპოსაქციის ისეთ საშუალებებს, როგორცაა აპარატი Lipomatic (ლიპოსაქციის ვიბრაციული ტექნიკა) და Stars (ლიპოსაქციის როტაციული ტექნიკა).
ესაა უახლესი სისტემები, ისეთი ოპერაციების ჩასატარებლად, რომელიც მთელს მსოფლიოშია აღიარებული.
ეს არის  ცხიმის  მოშორების მეთოდი, რომელიც იძლევა ფიგურის კორექციის რეალურ შესაძლებლობას კანის დაზიანების გარეშე. სწრაფად და ნაკლებ ტრავმატულად, ვიდრე სხვა მეთოდების გამოყენებით. 

რა ადგილებში არის შესაძლებელი ლიპოსაქციის გაკეთება?

ლიპოსაქციის გაკეთება შესაძლებელია შემდეგ არეებში:

     ●  ყელი  
     ●  მხრები
     ●  მკერდი
     ●  მუცელი, თეძოები, ზურგი
     ●  ბარძაყები, მუხლები
     ●  წვივები

რა  ტექნოლოგიით ტარდება ლიპოსაქცია კლინიკა მედიში? 
კლინიკა "მედი"–ში  ლიპოსაქცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც უახლესი ულტრაბგერითი, ასევე ვაკუუმური აპარატების საშუალებით. ერთ-ერთი საუკეთესო ესთეტიკური ეფექტი აქვს ლიპოსაქციის ულტრაბგერით და ვაკუუმურ კომბინაციას.

რა განსხვავებაა ამ ორ აპარატს შორის?
ულტრაბგერითი ლიპოსაქციის შემთხვევაში,  პატარა ჭრილობაში შეჰყავთ ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც განსაზღვრული სახის მოძრაობით შლის ცხიმს და მას ემულსიად გადააქცევს.

შემდეგ ვაკუუმის დახმარებით ემულსია გამოიწოვება. ამ მეთოდის ერთ-ერთი განმასხვავებელი პირობა ისაა, რომ ულტრაბგერა ასტიმულირებს კანის შემჭიდროვებას, ლიპოსაქციის მერე კანი სხეულიდან გამოსული ცხიმის რაოდენობის ადეკვატურად იკუმშება. ვაკუუმური ლიპოსაქციის შემთხვევაში კი სპეციალური ხსნარის საშუალებით ხდება ცხიმოვანი ქსოვილის დამუშავება, რომელიც მცირე განაკვეთებიდან ვაკუუმის საშუალებით გამოდის ორგანიზმიდან.

რამდენი ხანი გრძელდება პროცეუდრა? 
ოპერაციის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სამუშაო ზედაპირის მოცულობა.
(საშუალოდ 1,5-3სთ).

ვინ შეიძლება ჩიტაროს ეს პროცედურა?
ოპერაცია არა არის მიზანშეწონილი შაქრიანი დიაბეტის, სისხლის შემადედებელი სისტემის დაავადებების, მძიმე ფორმის სომატური (ფილტვების, მუცლის ღრუს ორგანოების და სხვა) დაავადებების დროს. 

როგორ მოვიქცეთ პროცედურის შემდეგ ?
ოპერაციის შემდგომ დღეებში შეიძლება  აღინიშნოს  შეშუპება, სიხლჩაქცევები რომელიც თავისთავად გაივლის. ოპერაციის შემდგომ პერიოდში რეკომენდირებულია ნაოპერაციები არეების მასაჟი.
პაციენტი ოპერაციის შემდგომ შესაძლოა იმავე დღეს დაბრუნდეს სახლში. ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება 2-5 დღეში.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში აუცილებელია კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება 1 თვის განმავლობაში.

საჭიროებს თუ არა პროცედურა  გაუტკივარებას? 
ოპერაცია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც ზოგადი, ასევე რეგიონული და ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.