მთავარი » მომსახურება » პლასტიკური ქირურგია » სხეული » მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა)

მუცლის პლასტიკა (აბდომინოპლასტიკა)

მუცლის პლასტიკა - აბდომინოპლასტიკა
მუცლის პლასტიკა არის ოპერაცია, რომლის მიზანია, მუცლის არეში ზედმეტი კანისა და ცხიმოვანი ქსოვილის მოშორება, მუცლის კუნთთა დარღვეული მთლიანობის აღდგენასთან ერთად. 

ვისთვის არის სასურველი ამ ოპერაციის ჩატარება ?
მუცლის პლასტიკას  იკეთებენ  ადმიანები , ვისაც აღენიშნება მუცლის კანის დაკიდება, ე.წ წინსაფარი, რაც ხშირად მშობიარობის შემდგომ, წონის მატებისას, ან წონის მკვეთრი დაკლებისას ვითარდება. ამავე დროს ქალბატონებში აღინიშნება მუცლის კუნთოვანი სისტემის მთლიანობის დარღვევა (მუცლის სწორ კუნთთა დიასტაზი), რაც გამოიხატება მუცლის გამობერვაში, წელის ტკივილსა და წოლისას წამოწევის გაძნელებაში. დიდი წინსაფრის არსებობის შემთხვევაში ხშირია კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, ინფიცირება. ეს ყველაფერი ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში უქმნის პრობლემებს, სწორედ ამიტომ, აბდომინოპლასტიკა არა იმდენად კოსმეტიკური შედეგისთვისაა გათვლილი, რამდენადაც ორგანიზმის მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე ამ ოპერაციას იკეთებენ ისინი ვინც სპორტული ცხოვრების და დიეტის მიმდევრები არიან და მიუხედავად ამისა ვერ უმკლავდებიან ცხიმოვან წარმონაქმნებს.


რჩება თუ არა ოპერაციის შემდეგ  ნაწიბური ?
მუცლის პლასტიკა შესაძლოა იყოს სრული და მინი. სრული აბდომინოპლასტიკის შემთვევაში განაკვეთი გაივლის “ბიკინის” ზოლზე, ამიტომ ვიღებთ კარგ კოსმეტიკურ ეფექტს, ნაზი ნაწიბურის დამალვა კი თეთრეულით ან საცურაო კოსტიუმითაც არის შესაძლებელი. ამ ოპერაციის შემთხევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება.
აბდომინოპლასტიკასთან ერთად შესაძლებელია სხვადასხვა ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ლიპოსაქცია, ძირითადად მუცლისა და თეძოების არეში, რაც მეტად გამოკვეთს წელისა და მუცლის კონტურს. ასევე, სხვადასხვა თიაქარპლასტიკა, რომელიც ხშირად თან ახლავს მუცლის პრობლემებს.


რამდენად ხანგრძლივია მიღებული ეფექტი?
მიღებული შედეგი ხანგრძლივია და პაციენტი უნდა ეცადოს რომ 10-20 კილომდე არ მოიმატოს რომ  მუცლის გარშემოწირულობა კვლავ არ გაიზარდოს.

რამდენად აისახება ოპერაცია სტრიებზე ?
ამ ოპერაციის შემთხევაში მთლიანად ხდება ჭიპიდან ბოქვენამდე კანის მოცილება. შესაბამისად, ამ უბანში არსებული სტრიებიც სცილდება. 

რამდენად შესაძლებებლია ორსულობამდე ამ  ოპერაციის ჩატარება?
ამ ოპერაციის წარმოება არა არის მიზანშეწონილი მოსალოდნელი ორსულობის შემთხვევაში. ამ დროს  რეკომენდებულია მინი აბდომინოპლასტიკა, რომლის დროსაც განაკვეთი შედარებით მცირე ზომისაა, არ ხდება ჭიპის გადანაცვლება, და ჭიპის ზემოთ კუნთების გაკერვა, რაც შემდგომში ხელს შეუშლის ორსულობის დროს მუცლის ზრდას. მინი აბდომინოპლასტიკა მიზანშეწონილია აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ არ აღინიშნება კუნთების გათიშვა და კანი მხოლოდ ჭიპის ქვემოთა არის გაწელილი. 

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ? 
მუცლის პლასტიკის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე დაახლოვებით   1-3  საათი გრძელდება. 

რამდენად მტკივნეულია ოპერაცია?
ოპერაცია კეთდება სრული ნარკოზით. 

რა  გვერდითი მოვლენები ახასიათებს ამ ოპერაციას ?
აბდომინოპლასტიკის შემდგომ ჭრილობაში რჩება დრენაჟები, რომელთა ამოღება ხდება 2-5 დღის შემდეგ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში მუცლის არეში აღინიშნება კანის მგრძნობელობის მოშლა, შეშუპება, რომლებიც თანდათან გაივლის.

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი? 
პაციენტი  კლინიკიდან ეწერება 2-5 დღის შემდგომ.  სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 1-2 კვირის შემდეგ.  ნაკერების მოხსნა ხდება 10-14 დღის შემდეგ. 1 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. ავტომობილის ტარება 2-4 კვირის განმავლობაში რეკომენდებული არა არის, 2-3 თვე კი შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.

ანესთეზიის რომელ საშუალებას მიმართავენ  ოპერაციის დროს ?
მუცლის პლასტიკის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში. მინი აბდომინოპლასტიკის შემთხვევაში შესაძლებელია ადგილობრივი ან რეგიონული ანესთეზიის გამოყენება.