ნაწიბურების კორექცია

კანის ნებისმიერი სრული დაზიანების შემდგომ ყალიბდება ნაწიბური.
ნაწიბური, როგორც იცით, შესაძლებელია განვითარდეს კანის მექანიკური დაზიანების შედეგად (ოპერაცია, სხვადასხვა სახის ტრავმა, აკნეს და სხვა სახის გამონაყრის შემდგომ, დამწვრობის, დახურული ტრავმის და ა .შ.)
რიგ შემთხვევებში (მაგალითად, თუ შეხორცებით პროცესს თან ადგილობრივი ანთებითი პროცესიც დაერთო, ან ხდებოდა ჭრილობის პერმანენტული, მექანიკური გაღიზინება და ა.შ.) რეგენერაციის პროცესი სასურველი შედეგით არ სრულდება და შეხორცების ადგილზე რჩება უხეში ნაწიბური.
კანის ნაწიბური შეიძლება იყოს ატროფიული, ნორმოტროფიული, ჰიპერტროფიული და კელოიდური. მათი განვითარება დამოკიდებულია ძირითადად ორგანიზმის თავისებურებებზე. ნორმოტროფიული ნაწიბურის გარდა, თითოეულ მათგანს მკურნალობა ესაჭიროება.

 

რა ტიპის ნაწიბურები არსებობს ?

1. ნორმოტროფიული (ფიზიოლოგიური), რომელიც კანის ზედაპირიდან არ არის ამოწეული, იგი ნორმალური შეხორცებითი პროცესის შედეგია.

2. ჰიპერტროფული, რომელიც ამოწეულია კანის ზედაპირიდან.

3. ატროფული, რომელიც ჯანმრთელი კანის ზედაპირამდე ვერ აღწევს. სწორედ ატროფიული ნაწიბურის სახეობაა ყველასათვის კარგად ნაცნობი სტრიები.

4. კელოიდური ნაწიბური, რომლის ჩამოყალიბებაც იწყება შეხორცებიდან 3-4 თვის შემდეგ.

როგორ მოვიშოროთ ნაწიბურები? 
ნაწიბურების გაქრობა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია ისინი ნაკლებ შესამჩნევი გახდეს. კლინიკა "მედი"–ში ამ პრობლემასთან დაკავშირებით კომპლექსური მიდგომაა დანერგილი. გასათვალისწინებელია, რომ ნაწიბურის ჩამოყალიბებას 1 წელი ესაჭიროება, რის გამოც ოპერაციული ჩარევა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, ამ პერიოდის გასვლამდე რეკომენდებული არ არის. 1 წლის განმავლობაში შესაძლბელია გამოვიყენოთ სხვადასხვა მალამოები, სილიკონის საფენები, ჰორმონალური პრეპარატების ინექციები და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ოპერაციის გაკეთება კი მხოლოდ ამ ღონისძიებების არაეფექტურობის შემთხვევაშია აუცილებელი.

ოპერაციის რა მეთოდს გვთავაზობს კლინიკა  „მედი“ 
ნაწიბურების ოპერაციული მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არსებობს. რომელიც ინდივიდუალურად შეირჩევა თითოეული პაციენტისთვის.
●    მცირე ზომის ნაწიბურები შესაძლებელია ამოვკვეთოთ და გავკეროთ.
●  დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში შესაძლებელია კანის გადანერგვა ან როტაციული,შემობრუნებული კანის უბნით ნაწიბურის დაფარვა.
●   დიდი ზომის ნაწიბურების შემთხვევაში, შესაძლებელია ასევე მის მახლობლად სპეციალური მოწყობილობის, ექსპანდერის, საშუალებით გავჭიმოთ კანი. შემდგომში კი უკვე გაზრდილი ფართის კანი გამოვიყენოთ ნაწიბურის დასაფარად. ასევე აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი არ საჭიროებს კანის დამატებით განაკვეთებს.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ?
მაწიბურების კორექციის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან და ნაწიბურის ზომიდან გამომდინარე 30 წუთიდან 3 საათამდე გრძელდება. ნაწიბურების ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის პირობებში. 

როგორია ოპერაციის შემდგომი პერიოდი ? 
პაციენტი ეწერება კლინიკიდან იმავე დღეს ან 1 დღის შემდგომ.. სარეაბილიტაციო პერიოდი დამოკიდებულია ნაწიბურის ზომასა და მის მდებარეობაზე.