იმპლანტები

იმპლანტები ძალზე მრავალფეროვანია და მედიცინის სხვადასხვა სფეროში გამოიყენება. პლასტიკურ ქირურგიაში ძირითადად სილიკონისგან დამზადებულ იმპლანტებს ვიყენებთ.

იმპლანტების საშუალებით შესაძლებელია სხეულის სხვადასხვა უბნის კორექცია, ეს ის არეებია სადაც მეტი მოცულობაა სასურველი. ყველაზე ხშირად მკერდის იმპლანტები გამოიყენება, თუმცა ასევე არსებობს წვივის, ნიკაპის, დუნდულოს, სათესლე ჯირკვლის, ყვრიმალის, ცხვირის და სხვა. მათი საშუალებით შესაძლებელია სასურველი ფორმა მივცეთ სხეულის აღნიშნულ არეებს. აღსანიშნავია, რომ თითოეული უბნისთვის განკუთვნილ პროტეზს შესაბამისი სიმკვრივე და კონსისტენცია აქვს., რის გამოც მათი გარჩევა ირგვლივმდებარე ქსოვილებიდან პრაქტიკულად შეუძლებელია.


სად კეთდება განაკვეთები ოპერაციის დროს? 
იმპლანტის ოპერაციები ტარდება მცირე განაკვეთებიდან ნიკაპქვედა ან ტუჩის შიგნითა ზედაპირზე - ნიკაპის შემთხვევაში, დუნდულების გაზრდისას განაკვეთი კუდუსუნის არეშია და 5 სმ არ აღემატება. წვივების შიგნითა ზედაპირების გადიდების შემთხვევაში განაკვეთები მუხლქვედა ფოსოშია და დაახლოებით 3 სმ-ია. ამ განაკვეთებიდან ხდება სასურველ არეში მისთვის განკუთვნილი ენდოპროტეზის მოთავსება, რომელიც მუდმივად რჩება და რადიკალურად ცვლის მის ფორმას.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ? 
იმპლანტის ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება. 
ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის პირობებში.

აქვს თუ არა ოპერაციას გვერდითი მოვლენები ? 
ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ევროპული მწარმოებლების იმპლანტებს. ოპერაციის შემდგომ იშვიათია კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბება, რაც თანამედროვე პროტეზების გამოყენებამ მინიმუმამდე დაიყვანა.

როგორია პოსტოპერაციის პერიოდი ? 
პაციენტი ეწერება კლინიკიდან 1 დღის შემდეგ. 1-2 კვირის შემდეგ უბრუნდება  ცხოვრების ჩვეულ რითმს. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ. 1 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური ბანდაჟის ტარება. პაციენტისთვის  2-3 თვით შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვიტთვა.