მკერდის აწევა (მასტოპექსია)

მკერდის აწევის ოპერაციის საშუალებით შესაძლებელი ხდება მკერდის ფორმის შეცვლა, მისი მოცულობის ცვლილების გარეშე. რაც არ უნდა ლამაზი იყოს ქალის მკერდი,  დაშვება შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ასაკობრივი ცვლილებებითაც, რასაც ჩვეულებრივ სარძევე ჯირკვალი და მისი მფარავი კანი განიცდის. მკერდის დაშვება ასევე შესაძლებელია განპირობებული იყოს წონის მკვეთრი შემცირებით და ძუძუთი კვების შემდგომ პერიოდში სარძევე ჯირკვლების მოცულობის შემცირებითაც. 


რა შედეგი აქვს ოპერაციას ?
მასტოპექსიის საშუალებით მკერდი მიმზიდველი ხდება. ამ ოპერაციის შემთხვევაში მკერდის მოცულობა იგივე რჩება ან სულ მცირედ იკლებს. ეს ოპერაცია მიზანშეწონილია მათთვის, ვისაც გამოეხატა დვრილ-არეოლას კომპლექსის დაშვება მკერდქვეშა ხაზის ქვევით, დვრილის ზემოთ კი მკერდის მოცულობამ იკლო, ჩავარდა. ყველა ამ პრობლემის მოგვარება, დვრილ-არეოლის კომპლექსის ზევით გადანაცვლება, სავსე მკერდის ფორმის აღდგენა –შესაძლებელია ესთეტიკური მედიცინის ცენტრ "მედი"–ში ამ ოპერაციის საშუალებით. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ერთდროულად შესაძლებელია ენდოპროტეზების საშუალებით მკერდის ზომის გაზრდაც. ხოლო მცირედ გამოხატული დაშვებისას, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ იმპლანტების საშუალებით მკერდის ზომის გაზრდა სრულიად საკმარისია მკერდის ასაწევად.

როგორ ტარდება ოპერაცია კლინიკა „მედი“- ში ? 
მკერდის დაშვების ხარისხიდან გამომდინარე, კლინიკა "მედი"–ში შესაძლებელია სხვადასხვა სახის ოპერაციის წარმოება. მცირედი ფტოზის (დაშვება) შემთხვევაში საკმარისია მხოლოდ იმპლანტებით მკერდის გადიდება. შედარებით მეტად გამოხატული დაშვებისას, საჭირო ხდება არეოლის ირგვლივი განაკვეთით მკერდის აწევა. ხოლო III-IV ხარისხის ფტოზის შემთხვევაში, არეოლის ირგვლივ განაკვეთს ემატება ვერტიკალური ან ამობრუნებული თ-სებური განაკვეთი, რომლის ჰორიზონტალური კომპონენტი მკერდქვეშა ღარში იმალება. თითოეული ამ ოპერაციის შეთავსება შესაძლებელია, როგორც მკერდის ზომების დაპატარავებასთან, ასევე მისი ზომების გაზრდასთან სილიკონის ენდოპროტეზების გამოყენებით.
მკერდის აწევის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის პირობებში.

რამდენი ხანი გრძელდება ოპერაცია ?    
ოპერაციის ხანგრძლივობა არჩეული მეთოდიდან გამომდინარე 2-4 საათია.

აქვს თუ არა ოპერაციას გვერდითი მოვლენები ? 
მკერდის აწევის ოპერაციის ზოგიერთი მეთოდისას საჭირო ხდება დრენაჟების ჩადგმა ჭრილობაში 1-3 დღით. დიდი მკერდის შემთხვევაში დროთა განმავლობაში გამორიცხული არ არის მკერდის კვლავ დაშვება, განსაკუთრებით წონაში დაკლების შემთხვევაში. ზოგჯერ შესაძლებელია, ნაოპერაციებ არეში მგრძნობელობის დარღვევა. თადაპირველად არსებული შეშუპება კი თავისთავად გაივლის.

როგორია ოპერაცის შემდგომი პერიოდი ? 
პაციენტი ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება კლინიკა "მედი"-ში. სამსახურში დაბრუნება შესაძლებელია 5-7 დღის შემდეგ. ნაკერები იხსნება 10-14 დღის შემდეგ. 1-1,5 თვის განმავლობაში აუცილებელია სპეციალური კომპრესიული ბიუსჰალტერის ტარება. ავტომობილის ტარება 1-2 თვის განმავლობაში რეკომენდებული არა არის, 2-3 თვე კი პაციენტისთვის  შეზღუდულია მძიმე ფიზიკური დატვირთვა.